Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გუტიერეშის 6 ამოცანა პანდემიისაგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის დასაფინანსებლად

by თინათინ ინაური
აპრილი 19, 2021
in ქართულად, ყველა სიახლე
0
გუტიერეშის 6 ამოცანა პანდემიისაგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის დასაფინანსებლად
0
SHARES
0
VIEWS

რამდენიმე დღის წინ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფორუმზე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, სიტყვით გამოვიდა. მისი ინიციატივით,  პანდემიით დაზარალებული სახელმწიფოების დასახმარებლად ექვსი კონკრეტული ამოცანა მოიხაზა. გუტიერეშმა განაცხადა, რომ ქვეყნები მდგრადი განვითარების გზას დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ.

გუტიერეშის სურვილი, დააფინანსოს განვითარების მაჩვენებელი COVID-19-ის კონტექსტში, უამრავი რესურსისა თუ პოლიტიკური ნების მობილიზებას ნიშნავს. „პანდემიის დაწყების დღიდან ერთი წლის ვადაში თითქმის არც ერთი მულტილატერული საპასუხო ზომა არ განხორციელებულა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პანდემიამ 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 120 მილიონი კი უკიდურეს სიღარიბეში დააბრუნა. გარდა ამისა, გაუქმდა დაახლოებით 255 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი. მსოფლიო ეკონომიკას ამგვარი რეცესია 90 წლის განმავლობაში არ უნახავს. კრიზისის დასასრული კი ჯერ არ ჩანს. მეტიც, ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დროს კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.

აქედან გამომდინარე, ანტონიო გუტიერეშმა ამჟამინდელი ვითარება მსოფლიოს მთავარ გამოწვევად ჩათვალა და მის აღმოსაფხვრელად ექვსი საპასუხო ზომაც შემოგვთავაზა.

გენერალური მდივნის 6-პუნქტიანი გეგმა

პირველ პრიორიტეტად გუტიერეშმა ვაქცინის ხელმისაწვდომობა დაასახელა უკლებლივ ყველა სახელმწიფოსათვის. „პანდემიის დასასრულებლად ჩვენ გვესაჭიროება ვაქცინაზე თავისუფალი წვდომა ყველგან და ყველასათვის“, – განაცხადა მან.

მეორე ზომა ეკონომიკური ჩავარდნის შეღავათიან დაფინანსებად შეცვლას გულისხმობს საშუალოშემოსავლიანი სახელმწიფოებისთვისაც კი. ამის განსახორციელებლად კი გუტიერეშმა დონორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს ძალისხმევის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი მესამე პუნქტი ამჟამად მეტად აქტუალურ საკითხს ეხება. ხარჯვის მიზნობრიობას, როგორც ჩანს, ანტონიო გუტიერეში დიდ ყურადღებას აქცევს. მისი განცხადებით, კონკრეტული თანხები უნდა მიიმართოს იმ მიმართულებით, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.

გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გააჟღერა. „უკანასკნელი ანგარიშებიცხადყოფს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ამიტომ  მოვუწოდებ მთავრობებს, რომ შემოიღონ სოლიდარობის გადასახადი ან გაუზარდონ სიმდიდრის გადასახადი მათ, ვინც პანდემიისას ფინანსურად იხეირა. ასე  შევძლებთ უკიდურესი უთანასწორობის მცირედით შემცირებას“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

მეოთხე ზომა გულისხმობს სასესხო კრიზისის მოგვარებას სესხების შეჩერებით, გადავადებით, შემსუბუქებითა თუ ლიკვიდურობით იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ეს სჭირდებათ. ამ ინიციატივით მან გამოთქვა სურვილი, გაიზარდოს სასესხო მომსახურების შეჩერების ინიციატივის ხანგრძლივობა. ეს პუნქტი ითვალისწინებს ხელმისაწვდომობას ყველა სახელმწიფოსათვის, განსაკუთრებით კი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის. ახალი მექანიზმების წყალობით, სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ სესხის გაცვლის, უკან დაბრუნებისა თუ გაუქმების ოფციის გამოყენება.

მეხუთე პუნქტი ადამიანებში ინვესტირების გაზრდისაკენ მოუწოდებს სახელმწიფოებს. გუტიერეშს ღრმად სწამს, რომ საჭიროა ახალი სოციალური კონტრაქტი, რომელიც უფრო მეტად სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული. მისი განცხადებით, უნდა გაიზარდოს ინვესტირება განათლებაში, მწვანე პროფესიებსა და ჯანდაცვის სისტემაში. ეს კი, თავის მხრივ, მდგრადი განვითარების საწინდარი იქნება.

გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული ამოცანების ბოლო ნაწილი უფრო ზოგადი ხასიათისაა. ის გულისხმობს ეკონომიკების აღდგენას მდგრადი და სამართლიანი გზებით, რომლებიც თანხვდენაში იქნება მდგრადი განვითარების მიზნებთან და პარიზის შეთანხმებასთან.

„გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენის პროცესების მხოლოდ 2.5 პროცენტს აქვს პოზიტიური ეფექტი და არის თანხვდენაში მწვანე პოლიტიკასთან“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

Previous Post

„თიბისიში“ უმოქმედო კორპორაციული სესხების წილი პანდემიის შედეგად 2.7%-მდე გაიზარდა

Next Post

Ranking of Georgian Wine and Spirits Manufacturers

თინათინ ინაური

Next Post
Ranking of Georgian Wine and Spirits Manufacturers

Ranking of Georgian Wine and Spirits Manufacturers

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result