Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჰაერის ბუშტი 2021 წლის 8 თვის რეალურ ეკონომიკურ ზრდაში

by Davit Tsiramua
დეკემბერი 6, 2021
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ჰაერის ბუშტი 2021 წლის 8 თვის რეალურ ეკონომიკურ ზრდაში
0
SHARES
0
VIEWS

2021 წლის 8 თვის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, სადაც შესაძლებელია, იყოს ჰაერის ბუშტი.

რეალური ეკონომიკური ზრდა ნომინალურისგან იმით განსხვავდება, რომ დათვლილია არა მიმდინარე ფასებით, როგორც ნომინალური, არამედ წინა პერიოდის ფასებით, რასაც მუდმივ ფასებს ეძახიან. ეს წინა პერიოდი საქართველოში 2015 წელია, როცა ფასები ნაკლები იყო. ამას კი ეკონომისტები დეფლირებას უწოდებენ, რაც, ძირითადი მნიშვნელობით, დაჩუტვას ნიშნავს. შესაძლებელია, წინა პერიოდის ფასები მიმდინარეზე მეტი იყოს. ამ შემთხვევაში რეალური ეკონომიკური ზრდა ნომინალურზე მეტი იქნება, თუმცა ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება.

პანდემიამ ეკონომიკაში აქამდე უპრეცედენტო მოვლენა გააჩინა: გადავადებული მოთხოვნა. ეს ხანგრძლივი ლოკდაუნით დაგუბებული მოთხოვნაა, როცა შეზღუდვების მოხსნისთანავე ადამიანები იწყებენ იმის ყიდვას და იმ ფასად, რასაც სხვა თანაბარ პირობებში არ იყიდდნენ. სწორედ ამიტომ გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ისეთ საქონელზე ფასები, რაზეც ისტორიულად მსგავსი ზრდა ასეთ მოკლე პერიოდში არასდროს მომხდარა, მაგ., ავეჯზე, ტანსაცმელზე და სხვა. ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე, განსაკუთრებით, სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

ცალკეული ბიზნესების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ დაგუბებული მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ფასები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ამ მოთხოვნის საპასუხოდ მწარმოებლის თუ იმპორტიორის დანახარჯებია, მაგ., სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ლარის გაუფასურების გამო, დანახარჯები გაიზარდა 10 თეთრით, ფასები – 30 თეთრით.

სავარაუდოდ, ასეთი დისპროპორციული ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მომხმარებლების განურჩევლობის მრუდების ცვლილებაზე პასუხადაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავლები არ გაზრდილა. განურჩევლობის მრუდი გვიჩვენებს ორი საქონლის კომბინაციას, რაც მომხმარებელს თანაბარ კმაყოფილებას/სარგებელს ანიჭებს. ბიზნესი, ბუნებრივია, მოგების მაქსიმიზებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და როცა იხდი, გახდევინებს.

სად უნდა წაიღოს ბიზნესმა ეს სხვაობა, ანუ 20 თეთრი, მაშინ როცა მიწოდებას გარკვეულ ზღვარს ზემოთ ვეღარ გაზრდის და, მაშასადამე, ვერც საბრუნავ სახსრებს? აქ ბიზნესს სამი ძირითადი არჩევანი აქვს:

– საბ­რუ­ნა­ვი სახ­ს­რე­ბის სა­ჭი­რო­ზე მაღა­ლი (ჭარბი) ლიკ­ვი­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რასაც ის ბიზნესებიც კი არ აკეთებენ, რომლებიც საკუთარ ფინანსებს ცუდად მართავენ;

– გა­ზარ­დოს ძი­რი­თა­დი კა­პი­ტა­ლი, ანუ რეინვესტირება მოახდინოს, რისი სტიმულიც ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმამ მისცა რეინვესტირებული მოგების გაცილებით ნაკლები განაკვეთით დაბეგვრით. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ენაზე, ამას ძირითადი კაპიტალის ფორმირება ჰქვია;

– გა­ზარ­დოს სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბა: გაიტანოს ეს დივიდენდის სახით, რისი საგადასახადო სტიმულიც არა აქვს.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დასკვნები ცალკეული ბიზნესების მონაცემების ანალიზს ეფუძნება. სტატისტიკაში არასრულ მონაცემებს ანეკდოტურ მონაცემებს უწოდებენ. 2021 წლის პირველი 9 თვის სრული მონაცემები https:// reportal.ge-ზე ჯერჯერობით არ არის.

რატომ შეიძლება, 2021 წლის 8 თვის 12%-იან საშუალო რეალურ ეკონომიკურ ზრდაში იყოს ჰაერის ბუშტი?

2021 წლის 8 თვის 12%-იანმა საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ეს 20 თეთრი დაინახა სრულად (20 თეთრი) როგორც მოხმარების ზრდა, რადგან ამ დროისთვის არ ვიცოდით, მუდმივ ფასებში რამდენი წავიდა ძირითადი კაპიტალის ფორმირებაზე: 2021 წლის აგვისტოში ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიში მუდმივ ფასებში არ იყო გამოქვეყნებული (ქვეყნდება 2021 წლის ნოემბრის ბოლოს).

თუ ეს 20 თეთრი:

– მთლი­ა­ნად ძი­რი­თა­დი კა­პიტა­ლის ფორ­მი­რე­ბის­კენ მი­ი­მართა, ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიშში გამოჩნდება როგორც 20 თეთრზე ნაკლები, რასაც დაღმავალ კორექტირებას ეძახიან.

– თუ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის მოხმა­რე­ბა გა­ზარ­და (დივიდენდი გა­ი­ტა­ნეს), მაშინ მუდმივ ფასებში დაღმავალი კორექტირება ან საერთოდ არ მოხდება, ან ასეთი მასშტაბით არ მოხდება.

თუ თანამიმდევრული (არაანეკდოტური) მონაცემებიც გვაჩვენებს, რომ ამ 20 თეთრის დიდი ნაწილი მიიმართა ძირითადი კაპიტალის ფორმირებაზე, ხოლო დანარჩენი – შინამეურნეობების მოხმარებაზე, ძირითად კაპიტალს რაც მოხმარდა, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაინახავს არა როგორც 20 თეთრს, არამედ, მაგალითად, როგორც 10, 12 ან 15 თეთრს. როცა გვექნება ძირითადი კაპიტალის ფორმირების ანგარიში მუდმივ ფასებში, გვეცოდინება, როგორ გადანაწილდა ეს 20 თეთრი ძირითადი კაპიტალის ფორმირებასა და შინამეურნეობების მოხმარების ზრდაზე. მანამდე კი ამ 20 თეთრსა და იმ 10, 12 თუ 15 თეთრს შორის სხვაობა ქმნის ჰაერის ბუშტს, რასაც მხოლოდ წლიური ზრდა დაჩუტავს.

Previous Post

SMART ენერგეტიკა

Next Post

Bloom Music – ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში | ინტერვიუ ჯაბა შავიშვილთან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Bloom Music – ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში | ინტერვიუ ჯაბა შავიშვილთან

Bloom Music - ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში | ინტერვიუ ჯაბა შავიშვილთან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result