Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კახური სამზარეულო ევროპაში – „დერგის“ წარმატების ისტორია

by იზა გვარამაძე
აპრილი 10, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
კახური სამზარეულო ევროპაში – „დერგის“ წარმატების ისტორია
0
SHARES
0
VIEWS

კახეთში, სოფელ ნუკრიანში, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე გასტრონომიული მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებს ერთი საინტერესო რესტორანი – „დერგი“ ელოდება, რომელიც კახური სამზარეულოს მარგალიტებს აერთიანებს.

რესტორანი 2021 წელს გაიხსნა და ის 3,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, რომელიც აერთიანებს: სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებს, მარანს, თონეს, დუქანს, ტერასასა და ვერანდებს. რესტორანში შეხვდებით როგორც დიდ წვეულებებზე გათვლილი სანადიმო დარბაზს, ასევე შედარებით მცირე ზომის სივრცეს, რომელიც დახურულ წვეულებებზეა ზედგამოჭრილი.

რესტორნის მენიუ, რომლის შექმნაზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა, ქართულ-კახურ სამზარეულოს მოიცავს და ის არაერთ უნიკალურ კერძს აერთიანებს, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ „დერგშია“ შესაძლებელი. რაც შეეხება პროდუქციას, რა თქმა უნდა, ის ნატურალურია და სამზარეულო ადგილობრივი ბაზრიდან მარაგდება.

რესტორნის პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს მეღვინეობა GK Winery, რომელშიც გამოიყენება როგორც ღვინის წარმოების უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგია, ასევე ტრადიციული ქვევრი, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სავიზიტო ბარათია.

GK Winery-ს წარმოების ღვინოს არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის: WinExpo Georgia 2022-ზე „ქისი“ დაჯილდოვდა ვერცხლის, ხოლო „საფერავი“ – ბრინჯაოს მედლით. გარდა ამისა, 2024 წელს IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსში „ქისმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც GK Winery-ში განმარტავენ, ძირითადი აქცენტი კეთდება უნიკალური სახეობის კახურ ღვინოებზე, როგორიცაა: „ვარდისფერი რქაწითელი“ და „ბუდეშურისებური საფერავი“. აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩასულ სტუმრებს სადეგუსტაციო მარანი დახვდებათ, სადაც შესაძლებელი იქნება ზემოხსენებული ღვინოების დაგემოვნება და „დერგის“ სარესტორნო სივრცეში მათი შეკვეთა. ღვინის გარდა, მარანში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ხელსაწყოები და ნივთები, რომელთა დახმარებით კახეთში ღვინოს საუკუნეების წინ აყენებდნენ.

კომპანიის დამფუძნებლის ეკა რუხაძის თქმით, GK Winery-ს მიერ წარმოებული ღვინო უკვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი რეალიზაცია ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას განვითარებასა და გაფართოებაში აქტიურად ეხმარება.

სწორედ გაფართოების გეგმის ნაწილია გერმანიაში, ჰანოვერში ახალი რესტორნის გახსნა, რომლის მიზანი ევროპის შუა გულში ქართული კულტურის ჩატანა იქნება.

„ვინაიდან, კახეთში ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს, მათი მხრიდან ხშირად იყო დაინტერესება ევროპაში ქართული ტრადიციული რესტორნის გახსნის მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, „დერგის“ ბრენდი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილის სტრატეგიულ ქალაქ ჰანოვერში გაგვეტანა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ქართული სამზარეულოსადმი მათი მზარდი ინტერესი განაპირობებს. ჰანოვერის გარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ევროპული ქალაქების კვლევა და მოლაპარაკებები. მაგალითად, დაინტერესება არის დიდი ბრიტანეთიდან. კომუნიკაცია გვაქვს იქაურ რამდენიმე სომელიესთან და ღვინის იმპორტიორთან, შესაბამისად, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც მომდევნო რესტორანს გავხსნით, ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი იქნება“. – განაცხადა ეკა რუხაძემ.

Previous Post

Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ჰაბის გახსნას გეგმავს

Next Post

რა არის კაპიტალიზმი?

იზა გვარამაძე

Next Post
რა არის კაპიტალიზმი?

რა არის კაპიტალიზმი?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result