Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კობა გვენეტაძე BSTDB-ის პრეზიდენტს შეხვდა

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
კობა გვენეტაძე BSTDB-ის პრეზიდენტს შეხვდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაცია, ბანკის პრეზიდენტის, დიმიტრი პანკინის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის, დიმიტრი პანკინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და BSTDB-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის 2019-2021 წლების სტრატეგია განიხილეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB), რომელიც მონაწილეობს არაერთი მნიშვნელოვანი კერძო და სახელმწიფო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში. 

ბოლო პერიოდში, ბანკი სულ უფრო მეტად ზრდის დაფინანსების მასშტაბებს ექსპორტის, ინფრასტრუქტურის და ენერგო ეფექტურობის მიმართულებებით და ამას, ძირითადად,  საქართველოს საბანკო სექტორის მეშვეობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და საწარმოო პოტენციალის ამაღლებისათვის. ამასთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. 

“საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რომელიც ერთი მხრივ, ეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაცემას. ეს უკანასკნელი ბიზნესს უცხოური ვალუტის სესხთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის რისკების არიდების საშუალებას აძლევს, რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს”, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ. 

“საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. BSTDB-ის მთლიანი სესხების პორთფელის 8%-ზე მეტი გვაქვს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია. ჩვენი მიმდინარე სესხების პორტფელი 110 მილიონ ევროზე მეტია. საქართველო ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ჩვენ ძირითადად ფინანსურ სექტორთან ვთანამშრომლობთ. ფინანსური სექტორი საქართველოში არის ძლიერი, კარგად კაპიტალიზებული და გამართული საზედამხედველო მიდგომებით. 2018 წელს ჩვენ გამოვუშვით ლარით დენომინირებული ობლიგაციები და უზრუნველვყავით საქართველოში კომერციული ბანკებისთვის ლარით დაფინანსება. მომავალ წლებში ვგეგმავთ არა მარტო ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას, არამედ განვახორციელებთ ბევრ საინტერესო პროექტს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით”, – აღნიშნა BSTDB-ის პრეზიდენტმა, დიმიტრი პანკინმა. 

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. ბანკის წევრები არიან ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორში. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს.

Previous Post

10 ყველაზე მოთხოვნადი ვისკი მსოფლიოში

Next Post

Gürcistan havacılık pazarındaki lider, ilk sırada yer alan şirketler

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Gürcistan havacılık pazarındaki lider, ilk sırada yer alan şirketler

Gürcistan havacılık pazarındaki lider, ilk sırada yer alan şirketler

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result