Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ სოციალურ მეწარმეობას ავითარებს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ სოციალურ მეწარმეობას ავითარებს
0
SHARES
0
VIEWS

Impact Hub Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული პროექტი Social Impact Award სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. Social Impact Award -ის მეშვეობით თიბისი ბიზნესი მხარს უჭერს ახალგაზრდებს, დამწყებ მეწარმეებს და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში.

Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; შეირჩა 100-მდე ახალგაზრდა (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“  Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც პროექტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს დაარსების იდეით მივიდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ეტაპის გავლისა და გამარჯვების შემდეგ, იდეა რეალობად აქცია.

ლეჩხუმში, მათ ოჯახში მეფუტკრეობის ტრადიციიდან გამომდინარე, ამ საქმის წინ წაწევისა და განვითარების სურვილი და-ძმას, გვანცა და გიგა ჭაბუკიანებს, დიდი ხანია, ჰქონდათ, მცირე რაოდენობით თაფლს აწარმოებდნენ  და ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდდნენ.
„მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახური საქმეა. სწორედ ამის გამო ვთქვით მე და ჩემმა ძმამ უარის თბილისში სასწავლებლად წასვლაზე და უნივერსიტეტში ქუთაისში ჩავაბარეთ, რათა სახლთან შედარებით ახლოს ვყოფილიყავით და ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების საშუალება გვქონოდა. პარასკევ საღამოს შინ ვბრუნდებოდით ხოლმე, ორშაბათს კი ისევ ქუთაისში ვიყავით“

Social Impact Awardში მოხვედრამდე  და-ძმა თიბისი ბიზნესის მიერ შეთავაზებულ ვორქშოპებს ესწრებოდა, სადაც დაწვრილებით უხსნიდნენ, თუ რა იყო სოციალური მეწარმეობა. გვანცამ Social Impact Award შესახებ მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან შეიტყო და მაშინვე დაინტერესდა. მენტორთან სამთვიანი მუშაობის პროცესში იდეა ბიზნეს გეგმად იქცა, შეიფუთა და  ჟიურის წინაშე წარდგა. გამარჯვებული პროექტი UNDP-მა პირველ ეტაპზე 2000 დოლარით, შემდეგ კი 7000 ლარით დააჯილდოვა. დღეს  ლეჩხუმის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მშენებლობის ბოლო ეტაპზეა.

„ჩვეულებრივი მეწარმისაგან განსხვავებით, სოციალურ მეწარმეს, ეკონომიკურის გარდა, სოციალური მიზანიც აქვს: მეწარმე ცდილობს, სასიკეთო გავლენა მოახდინოს გარემოზე ან მოწყვლად ჯგუფზე,“ – ამბობს გვანცა ჭაბუკიანი.

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ დამფუძნებლებმა უამრავი სასარგებლო ცოდნა მიიღეს – ბიზნეს გეგმის შედგენიდან დაწყებული კომპანიის ლოგოს შექმნის პრინციპებით დასრულებული. მათ სოციალურ საწარმოს ორი მიზანი აქვს, რომლებიც, დამფუძნებლების გათვლით, საგრძნობლად შეცვლის მდგომარეობას რეგიონში და იქ მაცხოვრებლებს სიკეთეს მოუტანს.

„მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში მეფუტკრეობას ბევრი მისდევს და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით თაფლი იწარმოება, რეგიონში არ არსებობს თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების მიხედვით შეძლებდა პროდუქტის გადამუშავებას. სწორედ ასეთი საწარმოს შექმნა გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, გვჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი მაგალითი იქნება და ადამიანები ადგილზე ბიზნესის წამოწყებას უფრო თავდაჯერებულად შეუდგებიან“.

ლეჩხუმი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და მსგავსი წამოწყებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონისთვის. კომპანია «თაფლი ლეჩხუმიდან» არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული და სანიმუშო მაგალითია, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებისაც. გვანცა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ადგილობრივ ბავშვებს გადასცემს. გარდა ამისა, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის გამართვაც მალე დასრულდება, მთელ რეგიონს მოემსახურება – ლეჩხუმელ მეფუტკრეებს შეეძლებათ, თავიანთი პროდუქცია გადასამუშავებლად ამ საწარმოში მიიტანონ.

ამჟამად კომპანიას 70 ოჯახი ფუტკარი ჰყავს და 3 ტონამდე თაფლს აწარმოებს, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ყიდის – „თაფლი ლეჩხუმიდან“ თავის პროდუქციას უკვე გერმანიაში, საბერძნეთში, დუბაისა და რუსეთში აგზავნის. რამდენიმე სახის თაფლისა და ფუტკრის რძის წარმოების გარდა, კომპანიას დედა ფუტკარიც გამოჰყავს, რომელზე მოთხოვნაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ძალზე მაღალია.

კომპანიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს: ფუტკრის ოჯახების რაოდენობის და, შესაბამისად, პროდუქციის წარმოების გაზრდის გარდა „თაფლი ლეჩხუმში“ ადგილობრივების დასაქმებასაც აპირებს. თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების შემდეგ კი პროდუქციის, მთელი საქართველოს მასშტაბით, სავაჭრო ობიექტებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში შეტანაა განზრახული.

Previous Post

ლონდონში, თიბისის მხარდაჭერით, საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result