Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Lumia 800 და Lumia 710, სმარტფონები Nokia-სგან

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 15, 2021
in კომუნიკაციები
0
Lumia 800 და Lumia 710, სმარტფონები Nokia-სგან
0
SHARES
0
VIEWS

რისი იმედი აქვს ფინურ მწარმოებელს Lumia 800-ისა და 710-ის ბაზარზე გამოშვებისას?

მას შემდეგ, რაც ა.წ. თებერვალში ფინურმა მწარმოებელმა Microsoft-თან სტრატეგიული ალიანსის შესახებ განაცხადა, Nokia-მ Windows Phone-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აწყობილი პირველი ორი მოდელი Lumia 800 და Lumia 710 გამოუშვა, რომლებსაც ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. მაგრამ ამ მოდელებს ვერ ვუწოდებთ ვერც ფლაგმანურსა და ვერც განსაკუთრებით იაფს, რომ სმარტფონებთან – ZTE და Huawei (ლიდერები €200-ზე ნაკლებფასიან მოწყობილობათა სეგმენტში) კონკურენცია შეძლოს.

მიუხედავად იმისა,რომ Lumia 800 ტექნოლოგიურად დაახლოებით 9-12 თვით მოძველებულია, ის €500-ზე მეტი ეღირება. მოდი, მოკლედ განვიხილოთ პრემიული ფასის მოძველებული მოწყობილობის რეკლამირების მარკეტინგული სირთულეები.

Lumia 800-ის ეკრანის დიაგონალი 3,7 დუიმია,ხოლო Android-ის წამყვანი მოდელები გარკვეული პერიოდის წინ უკვე 4-4,5-დუიმიან ეკრანებზე გადავიდა. ამ ეკრანს აქვს 250-პიქსელიანი განშლა – დაახლოებით 80 პიქსელით ნაკლები, ვიდრე Apple-ის, Samsung-ისა და HTC-ის ახალ მოდელებს.

Lumia 800-ის კორპუსის სისქე 12 მმ-ია – 40-70%-ით მეტი, ვიდრე Apple-ის, Samsung-ისა და Motorola-ს ახალი სმარტფონებისა. Lumia 800-ს ერთბირთვიანი პროცესორი აქვს, მაშინ როდესაც პრემიული კლასის კონკურენტულ სმარტფონებში ორბირთვიანი ჩიპებია ჩამონტაჟებული.
Lumia 800 ვერ უზრუნველყოფს LTE ფიჭური კავშირის მეოთხე თაობის ტექნოლოგიისა და Near Field Communication (NFC)-ის უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგიის მხარდაჭერას, რომლებიც გამოიყენება Android-ის ბოლო მოდელებში; სმარტფონში არ არის ფრონტალური კამერა.

რასაკვირველია, ბევრ წამყვან სმარტფონს აქვს ერთი-ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი. ახალი iPhone 4S-ის ეკრანი საკმაოდ პატარაა – 3,5 დუიმი. LTE-იანი მოდელების უმეტესობას აკლია ორბირთვიანი პროცესორი. HTC-ის ბევრ მოდელს აქვს ეკრანის საკმაოდ დაბალი განშლა.

თუმცა ყველა მათგანს აქვს ისეთი ღირსება, რაც ხარვეზების კომპენსირებას ახდენს. iPhone 4S-ის პატარა ეკრანი კომპენსირდება ძალიან მაღალი განშლადობით; LTE-იანი მოდელები, საკმაოდ უბრალო პროცესორის მიუხედავად, გვთავაზობს მონაცემთა გადაცემის ახალ ტექნოლოგიას; სამაგიეროდ, HTC-ის დაბალი განშლადობის ეკრანი დიდი ზომისაა.

Windows-ის პლატფორმაზე აწყობილი Nokia-ს ტელეფონების პირველი სერია ტექნოლოგიური თვალსაზრისით სრულიად მოძველებულია – მათი რეალიზაცია მხოლოდ დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე თუა შესაძლებელი.

Lumia 800-ის დიზაინი Nokia-სათვის აშკარად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია- ტელეფონი ბრწყინავს და საინტერესოდ გამოიყურება, ხოლო ამობურცულ მინას მყიდველის ყურადღება მოწყობილობის სისქიდან სხვა მიმართულებით გადააქვს.

მომხმარებლის ინტერფეისი ადვილად გასაგები და ლოგიკურია – ევროპაში ბევრი ოპერატორი ამტკიცებს, რომ ამ მოდელის მოსინჯვის შემდეგ მომხმარებლებს იგი ნამდვილად უყვარდებათ.
მაგრამ როგორ უნდა დავარწმუნოთ მყიდველები, რომ შანსი მისცენ ამ ახალ მოდელებს? სმარტფონების ბაზარზე Windows-ის პლატფორმის წილი 2%-ზე დაბლა დაეცა, მიუხედავად Samsung-ისა და HTC-ის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი ამ ოპერაციული სისტემის ბაზაზე აწყობილი ახალი მოდელებისა. Nokia-ს ახალი ტელეფონების ტექნოლოგიური სპეციფიკაცია იმდენად მოკრძალებულია, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მყიდველი მოისურვებს საპრემიო ფასის გადახდას ახალი სამომხმარებლო ინტერფეისისა და მოწყობილობის ორიგინალური დიზაინის გამო.

ეს კი,მიუხედავად ფართო მარკეტინგული მხარდაჭერისა,სულაც არ იქნება ადვილი. მწარმოებლები პრაქტიკულად არასდროს უშვებენ მოწყობილობათა ახალ ხაზს საშუალო კლასის მოდელებით. ისინი უმაღლესი კლასის მოწყობილობებით (Galaxy-ის სერია Samsung-საგან ) ან ყოველთვის აგრესიულად დაბალი ფასის პროდუქტით (Amazon-ის Kindle Fire გახდება პირველი ნამდვილი «ტაბლეტი» ამ მწარმოებლისაგან) იწყებენ.

ძვირად ღირებული, მაგრამ ტექნოლოგიების თვალსაზრისით მდარე, საშუალო კლასის გაჯეტების დებიუტი, უბრალოდ, ვერ შედგება. თუმცა სწორედ ამის გაკეთება უნდა სცადოს Nokia-მ, რათა Windows-ის პლატფორმაზე აწყობილი საკუთარი მოდელები საშობაო გაყიდვების პერიოდისათვის აამუშაოს. ნამდვილად საინტერესო და შედარებით იაფი Windows-იანი მოდელები ბაზარზე გაზაფხულამდე არ გამოჩნდება.

 

Previous Post

„ღრუბელთა“ განკითხვის დღე

Next Post

ფორმა ცვლის გემოს

მაგდა დოლიძე

Next Post
ფორმა ცვლის გემოს

ფორმა ცვლის გემოს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result