Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული პროტესტის 10 წელიწადი

by იზა გვარამაძე
მარტი 20, 2025
in პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
ქართული პროტესტის 10 წელიწადი
0
SHARES
0
VIEWS

პოლიტიკური ამინდის ცვლილებასთან ერთად, საქართველოში პროტესტის ფორმებმაც სახე იცვალა და ადაპტირდა. შეიცვალა მოთხოვნები, აქტორები და სამიზნეები. ამ სტატიაში ბოლო 10 წლის ქართული პროტესტის შესახებ არსებულ მონაცემებს შევაჯამებთ და მთავარ მახასიათებლებს განვიხილავთ. 

2011-12 წლამდე ქართული საპროტესტო მოძრაობების უკან თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ელიტები იდგნენ და ის არ იყო დიფერენცირებული ცალკეულ ჯგუფებად. ამასთან, პროტესტი, ძირითადად, თან ახლდა საარჩევნო ციკლს და ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში პროტესტი გამრავალფეროვნდა. გამოიკვეთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელთაც კონკრეტული ინტერესები აქვთ. იმატა მშრომელთა მოძრაობებმა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლამ და ა.შ. 

შეიცვალა მასობრივი მიტინგების ფორმა და გაჩნდა ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობები, რომელთა როლი პოლიტიკური პარტიების კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოში პარტიებს, რომლებიც ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებზე მიმაგრებული ჯგუფები არიან, არ გააჩნიათ მკაფიო ღირებულებები და საზოგადოების რომელიმე სოციალური, კულტურული ან სხვა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის ინტერესს ნაკლებად თუ გამოხატავენ. ამაზე მიანიშნებს NDI-ის 2023 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

გამრავალფეროვნების მიუხედავად, პროტესტმა უმეტესწილად მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნა. მართალია, მთავრობის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ მომიტინგეებს ხშირად უწოდებენ რადიკალურ და ძალადობრივ დაჯგუფებებს, მაგრამ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018-2024 წლებში დემონსტრაციების თითქმის 90% მშვიდობიანი იყო. 

შეიცვალა დემონსტრაციების ადგილიც. ადრე თუ ის ძირითადად, თბილისის ცენტრი, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო, ნელ-ნელა პროტესტმა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იჩინა თავი. 

ქართული პროტესტის გეოგრაფიულ განშლაზე მიანიშნებს ისიც, რომ პროევროპული პროტესტი არა უშუალოდ თბილისშია კონცენტრირებული, არამედ სხვა ქალაქებშიც აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს.


ეს საპროტესტო ტალღა გამორჩეულია აქტივობითაც და ხანგრძლივობითაც, რაზეც მიანიშნებს ის, რომ გასული წლის 28 ნოემბრის, პროტესტის ათვლის წერტილიდან დღემდე თბილისი დემონსტრაციების სიხშირით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ბათუმი კი მეშვიდეზე.

ქართულმა პროტესტმა ბოლო 10 წელიწადში ფერი იცვალა და ახალი მახასიათებლები შეიძინა: გამრავალფეროვნდა, გამრავლდა და მოიცვა მეტი ტერიტორია და სოციალური ჯგუფი. მაგრამ არ შეცვლილა მისი ძირითადი და ფასეული მიზანი: სისტემის უკეთესობისკენ გარდაქმნა. საპროტესტო გამოცდილება და კვლევა მსოფლიო პროტესტი: 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები კი აჩვენებს, რომ მიზანმიმართულ პროტესტს კონკრეტული მოთხოვნებით, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, შესაბამისი პოზიტიური შედეგიც მოაქვს. 

გრაფიკებზე გამოყენებულია ACLED-ის (Armed Conflict Location and Event Data) მონაცემები. ორგანიზაცია დემონსტრაციების შესახებ დეტალურ სტატისტიკას გვთავაზობს. ის წყაროებად ტრადიციულ და “ახალ მედიას”, ადგილობრივ პარტნიორებსა და ანგარიშებს იყენებს. ACLED-ის მეთოდოლოგიით, პროევროპულ პროტესტი, რომელიც საქართველოში უკვე სამ თვეზე მეტია გრძელდება, არა ერთ მოვლენად, არამედ დემონსტრაციების რაოდენობის მიხედვით აღირიცხება. მონაცემების აღრიცხვას ორგანიზაცია 2018 წლიდან იწყებს, გარდა აშშ-ისა და კანადის რეგიონისა, რომლის აღრიცხვაც 2020 წლიდან იწყება.

*მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში. 

Tags: top
Previous Post

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის $3.8-მილიარდიანი ტრანში დაამტკიცა

Next Post

EU AmCham-ი: აშშ-EU-ის „ტარიფების ომი“ $9.5 ტრილიონის ღირებულების ბიზნესს შეეხება

იზა გვარამაძე

Next Post
EU AmCham-ი: აშშ-EU-ის „ტარიფების ომი“ $9.5 ტრილიონის ღირებულების ბიზნესს შეეხება

EU AmCham-ი: აშშ-EU-ის „ტარიფების ომი“ $9.5 ტრილიონის ღირებულების ბიზნესს შეეხება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result