Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქუთაისის „ტორპედო“ იყიდება

by Davit Tsiramua
აგვისტო 5, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, კომპანიები, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
ქუთაისის „ტორპედო“ იყიდება
0
SHARES
0
VIEWS

ქუთაისის ტორპედო იყიდება. ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. ობიექტის საწყისი ფასი 567,017 ლარია, ხოლო აუქციონი 19 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება საპრივატიზაციო პირობებს, მყიდველი ვალდებულია: შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670,000.00-ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1,800,000.00 ლარის ინვესტიცია.

გარდა ამისა, მყიდველი ვალდებულია მართოს შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1,000,000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

გარდა ამისა, „ტორპედოს“ მყიდველს რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს, უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა.

უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).

ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.

აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.

შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად არანაკლებ 2,500,000.00 ლარის ოდენობით.

საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ , განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4,000,000.00 ლარის ოდენობით.

არ შეცვალოს შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.

მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.

„ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან, მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას“, – ნათქვამია სატენდერო პირობებში, რომელიც eauction.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ავტორი: ინგა მურუსიძე

Previous Post

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისთვის რეკორდულ თანხას გამოყოფს

Next Post

აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუშვებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუშვებს

აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუშვებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result