Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რატომ აზიანებს წარმატება მეგობრულ ურთიერთობებს?

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in Forbes Woman
0
რატომ აზიანებს წარმატება მეგობრულ ურთიერთობებს?
0
SHARES
0
VIEWS

მეგობრობა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

სხვა ადამიანებთან კავშირები ჩვენს იდენტობაზე დიდ გავლენას ახდენს. ხშირად სწორედ მეგობრებთან ურთიერთობა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს: სად დავდივართ, რას ვკითხულობთ, რას ვყიდულობთ, რისი გვჯერა ან ვისთან ხდება ჩვენი გაიგივება. შესაბამისად, როცა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მნიშვნელოვანი ძვრების დრო – იქნება ეს სამსახურში დაწინაურება, ბიზნესის წამოწყება თუ მუშაობით მიღწეული აღიარება – ჩვენი სოციალური ცხოვრება და ურთიერთობები ბუნებრივად იცვლება. და ზოგჯერ სწორედ ამ მეგობრობის შენარჩუნება დგება საფრთხის წინაშე (ან იმავეს ჩვენი მეგობრები განიცდიან). რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? როგორ წავიდეთ წინ პროფესიულ ცხოვრებაში და ამავდროულად შევინარჩუნოთ მეგობრული კავშირები? როგორია იდეალური ბალანსი?

გთავაზობთ შვიდ პუნქტს, რომლებიც გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, თუმცა ზუსტად არ იცით, რატომ.

შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრების სტილი?

თუ კარიერაში წარმატებას მიაღწიეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბიზნესთან გაქვთ, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს ყველაფერი მრავალსაათიანი და დაუღალავი შრომის და შესაძლოა, ოფისში გატარებული ბევრი შაბათ-კვირის შედეგად შეძელით. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ცხოვრების სტილი ნამდვილად შეიცვალა. აღარ აკეთებთ იმას, რასაც აქამდე, გაქვთ არეული განრიგი და, შესაბამისად, იღებთ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს. თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლა იწვევს იმ ადამიანების შეცვლასაც, ვინც თქვენ გარშემო არიან, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის მეგობრები არიან ისინი ან რა სიხშირით ატარებდით მათთან დროს.

სტრესი გაქვთ თუ უბრალოდ გადაიღალეთ? რამდენად გაღელვებთ ეს ყველაფერი?

წარმატებას ბევრი უარყოფითი ახლავს. თუ სამსახურში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობთ, მომატებული პასუხისმგებლობა და სტრესი თქვენზე ნეგატიურად აისახება. დაფიქრდით, თავად რა სარგებლობა მოგაქვთ გარშემომყოფებისთვის, მანამ, სანამ ამ ურთიერთობებს ეჭვის ქვეშ დააყენებთ. დარჩით თუ არა მეგობრებისთვის ისეთივე, როგორიც იყავით? იქნებ, არცთუ უმიზეზოდ არიან ისინი თქვენზე ნაწყენი?

შეიცვალა თუ არა თვენი ინტერესების სფერო?

გარდა ყოველდღიური განრიგისა, თქვენს ცხოვრებაში წარმატება ბევრ სხვა რამესაც ცვლის. გეცვლებათ პრიორიტეტები და ამჩნევთ, რომ მეგობრებთან ურთიერთობას სხვანაირად უყურებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ ხშირად სწორედ იმ ადამიანებთან ვამყარებთ ურთიერთობას, ვისაც, პოტენციურად, ჩვენს წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენ გვსურს, ისეთ ადამიანებთან ვიმეგობროთ, ვინც რაიმე სარგებელს მოგვიტანს. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი წარმატების პარალელურად, იცვლება მეგობრებთან დამოკიდებულება და ეს ყველაფერი თავად ამ ურთიერთობების ბუნებაზე აისახება.

ხომ არ მოელით მეგობრებისგან იმაზე მეტს, რისი შემოთავაზებაც მათ რეალურად შეუძლიათ?

ეს შეკითხვა ყოველთვის მძიმე მოსასმენია. სავარაუდოდ, სამუშაოზე პასუხისმგებლობა (იქნება ეს ახალი ბიზნესი თუ წარმატება) და სხვა პროცესები თქვენზე საგრძნობლად აისახება. თქვენი სურვილია, მეგობრებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ და მიხვდნენ, რატომ ხართ ცუდ ხასიათზე ან რატომ გაქვთ ასე ცოტა დრო სხვა დანარჩენი საქმეებისთვის. რაღაც მომენტში მათი მოთმინების უნარი შემცირდება. იქნებ დროა, თვენი წარმატება და მეგობრებთან ურთიერთობა თქვენვე დააბალანსოთ.

შესაძლოა, თქვენს მეგობრებს თქვენ მიმართ სიმპათიები უქრებათ.

თუ ბოლო დროს თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სავსებით შესაძლებელია, ეს ყველაფერი თქვენს კარიერაზე აისახოს. ასეთი რამ აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივია. ჩვენ ხომ ყოველთვის ვედრებით ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენი ინტერესის საგანია, თუ რით გვჯობია ესა თუ ის ადამიანი.

ამ ყველაფერს დრო მიეცით. არ მიმართოთ უარყოფითი ემოციები იმისკენ, რაც სავსებით ბუნებრივია.

თუ ფიქრობთ, რომ მეგობრებს კარგავთ, სავსებით შესაძლებელია, საქმე არც ისე ცუდად იყოს! იქნებ მხოლოდ განრიგის შეცვლა ან წარმატებისგან დასვენებაც კი გჭირდებათ. მოეშვით, და მიეცით საშუალება, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც საჭიროა. გააკეთეთ მაქსიმუმი, რომ თქვენსა და თქვენს მეგობრებს შორის უფსკრული დაპატარავდეს.

თუ ეს ჩამონათვალი არ დაგეხმარათ, და მეგობრებს მაინც კარგავთ, იცოდეთ, რომ ხანდახან ასეც ხდება. თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ადამიანები და კავშირები.

Previous Post

Gürcistan’ın en büyük yatırımcı 10 şirketi

Next Post

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result