Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რატომ შეფერხდა NFL-ის გუნდების ღირებულებათა ბუმი?

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in სპორტი
0
რატომ შეფერხდა NFL-ის გუნდების ღირებულებათა ბუმი?
0
SHARES
0
VIEWS

ფეხბურთის ეროვნული ლიგის გუნდების ღირებულებები ერთ ადგილას გაიყინა.

გასულ წელს საშუალო ფრანშიზის ღირებულება 2%-ით, $2.57 მილიარდამდე გაიზარდა. ეს ყველაზე მცირე ზრდა იყო 2011 წლის შემდეგ, როცა საშუალო მაჩვენებელმა მხოლოდ 1.4%-ით მოიმატა. ინფლაციის გათვალისწინებით, ღირებულებები წელს 0.7%-ით დაეცა. 

ძირითადი მიზეზი იმ ადამიანების დეფიციტია, რომლებიც NFL-ის გუნდის 30%-ის შესაძენად ლიკვიდურ ქონებას ფლობენ. როცა გასულ სეზონზე ჯერი რიჩარდსონმა Carolina Panthers-ი გასაყიდად გაიტანა, ზოგი ექსპერტი პროგნოზებს აკეთებდა, გუნდი $3 მილიარდადაც კი შეიძლება, გაიყიდოსო. ის $2.3 მილიარდად მილიარდერმა დევიდ ტეპერმა იყიდა, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი იყო იმ ვითარებაში, ვინც საკმარის ნაღდ ფულს ფლობდა, ლიგის დაფინანსების წესები რომ დაეკმაყოფილებინა.  

NFL-ის მფლობელობის მოთხოვნები ყველაზე მკაცრია აშშ-ის ოთხ მსხვილ ლიგას შორის. გუნდის გაყიდვაზე თუ მიდგება საქმე, გენერალური პარტნიორი, სულ მცირე, 30%-ის მფლობელი უნდა გახდეს, ხოლო სესხის მაქსიმალური ოდენობა, გუნდის დონეზე, $350 მილიონია. თუ, ვთქვათ, გუნდი $2.3 მილიარდად გაიყიდა, გენერალური პარტნიორის მინიმალური სააქციო კაპიტალი $585 მილიონი გამოვა, თუ დავუშვებთ, რომ მან გუნდისთვის მაქსიმალური ოდენობის სესხი უზრუნველყო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ საქმისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე Forbes 400-ის წევრობა, რომელთაგან არაერთის სიმდიდრის წყარო უძრავი ქონება ან კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიებია. ამ საქმეს თხევადი ქონება სჭირდება, თანაც – ბლომად.

ერთი მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი ერთი ინდივიდისათვის რთულად გასამკლავებელ საქმედ იქცა, არის კონტრასტი საფონდო ბირჟის გრძელვადიან ეფექტიანობას (რაც ლიკვიდური ქონების მთავარი წყაროა) და NFL-ის ფრანშიზის ღირებულებებს შორის. ბოლო 20 წლის მანძილზე გუნდების ღირებულებები თითქმის ცხრამაგ ზრდას აჩვენებს – ზრდის წლიური მაჩვენებელი 11.6%-ია, მაშინ  როცა S&P 500-ისთვის ეს მაჩვენებელი 4.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, NFL-ი კორპორაციული მფლობელობის უფლებას არ იძლევა. ლიგის წესები მაქსიმუმ 24 შეზღუდული პარტნიორის არსებობას ითვალისწინებს. ზემოთ განხილულ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, შეზღუდულ პარტნიორებს $1.37 მილიარდის ჩაღვრა მოუწევთ ისე, რომ სიტყვას ვერ დაძრავენ გუნდის მართვასთან დაკავშირებით.  

NFL-ის მოთხოვნები ეფექტური გამოდგა. 1999-ის შემდეგ, როცა არტმოდელი Baltimore Ravens-ის გაყიდვას დასთანხმდა, ლიგის არც ერთ გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეჰქმნია – ზედმეტად დიდი სესხის გამო. NFL-ში არ ყოფილა Los Angeles Dodgers-ის, New Orleans Hornets-ისა თუ Arizona Coyotes-ის მსგავსი ფიასკოები.

NFL-ი, რომელიც უკვე არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და მოგებიანი ლიგა (საშუალო გუნდის შემოსავალი – $427 მილიონს, ოპერაციული შემოსავალი კი $95 მილიონს შეადგენს), მალე კიდევ უფრო გამდიდრდება. მას შეუძლია, AT&T’s-ის DirecTV-სთან დადებული Sunday Ticket-ის ხელშეკრულება 2019-ში – ოთხი წლით ადრე – დატოვოს. მიმდინარე ხელშეკრულება, რომელიც წელიწადში საშუალოდ $1.5 მილიარდს უახლოვდება, 50%-ით უფრო ღირებულია, ვიდრე წინა.  

Sunday Ticket-ის გაყიდვის პროცესი ცხელი იქნება. Amazon-ი და Disney-ის ESPN-ი, დიდი ალბათობით, დაინტერესდებიან, მით უფრო, თუ სპორტის სტრიმინგისადმი მათ ენთუზიაზმს გავითვალისწინებთ. Forbes-ის პროგნოზი ასეთია: Sunday Ticket-ის მომდევნო გარიგების საშუალო წლიური ღირებულება, შესაძლოა, ამჟამინდელზე ორჯერ მაღალი გამოდგეს.

ამას წინათ Dallas Cowboys-ის მფლობელმა, ჯერი ჯოუნსმა თქვა, რომ „ლეგალიზებული გემბლინგი გაზრდის იმ დროს, რა დროსაც ადამიანები NFL-ის ყურებაში ატარებენ ტელევიზორთან თუ ონლაინ, და, შესაბამისად, დადებითი გავლენა ექნება ჩვენი კონტენტის ღირებულებაზე“.    

შედეგად, მფლობელობისა და დაფინანსების წესებში ყოველგვარ ცვლილებას თუ გამოვრიცხავთ, სქიზმა NFL-ის ეკონომიკასა და გუნდების გასაყიდ ფასებს შორის, სავარაუდოდ, გაღრმავდება. რაც აუცილებლად ცუდი რამ არ გახლავთ.

Previous Post

ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.5 პროცენტით გაძვირდა

Next Post

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკის პარტნიორობით  popXspotlight-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result