Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სალიზინგო კომპანიების შემოსავლები საქართველოში

by თინათინ ინაური
ივნისი 18, 2021
in საქართველო, ფინანსები, ქართულად
0
სალიზინგო კომპანიების შემოსავლები საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში 2020 წლის პანდემიამდე სალიზინგო სექტორი მაღალი ზრდით გამოირჩეოდა. ლიზინგის სფერო მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების ერთ-ერთი არხია, რომელიც კომპანიებს იჯარის სახით ტექნიკისა და დანადგარების ასევე ინფრასტრუქტურის გამოყენების დაწყებაში ეხმარება. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ტრაქტორების და სხვა აღჭურვილობის ლიზინგია გავრცელებული, სამშენებლოში ამწეების და ექსკავატორების, ფიზიკური პირებისთვის კი ეს პირველ რიგში ავტომობილების ლიზინგია.

დღეისთვის საქართველოს სალიზინგო ბაზარზე წამყვანი კომერციული ბანკების შვილობილი სალიზინგო კომპანიები – “თიბისი ლიზინგი” და “საქართველოს სალიზინგო კომპანია” ლიდერობენ. ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, პანდემიურმა ვითარებამ მათი მოგების მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა იქონია.

კომპანიების 2020 წლის შემოსავლები ასეთია:

● „თიბისი ლიზინგი“ – შემოსავალი ფინანსური ლიზინგიდან 2020 წელს 45.7 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან შედარებით 7.3%; ზარალი 3.55 მილიონი ლარი; აქტივების მოცულობა 406.5 მილიონი ლარი;

● „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ – კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს იჯარიდან 33.2 მილიონი ლარი, მატება 2019 წელთან შედარებით 21%; ზარალი 3.99 მილიონი ლარი; აქტივების მოცულობა 176.4 მილიონი ლარი;

● „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ – შემოსავალი 2020 წელს 0.87 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან შედარებით 23.9%; მოგება 0.1 მილიონი ლარი. აქტივების მოცულობა 7.66 მილიონი ლარი.

● „BB ლიზინგი“ – შემოსავალი 2020 წლის 1.62 მილიონი ლარი. მოგება 0.84 მილიონი ლარი.

რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, რომელთაც 2019 წლის შედეგები აქვთ გამოქვეყნებული, მათი ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:

● „ჯეოაგრო ლიზინგი“ – შემოსავლები 2019 წელს 3.8 მილიონი ლარი;
● „სითი ლიზინგი“ – შემოსავლები 2019 წელს 2.54 მილიონი ლარი;
● „თი ჯი ლიზინგი“ – შემოსავლები 2019 წელს 1.7 მილიონი ლარი;
● „ლიზინგი 21-ე“ – შემოსავლები 2019 წელს 1 მილიონი ლარი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, განაცხადა, რომ სებ-ი სალიზინგო კომპანიებთან, მთავრობასთან და EBRD-თან ერთად სალიზინგო ბაზრის რეგულირების ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, გადავა თუ არა სალიზინგო სექტორი სებ-ის რეგულირების არეალში.

“მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ამ სექტორის რეგულირება, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილი არ არის”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

Previous Post

საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ევრობონდები 4%-ში განათავსა

Next Post

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

თინათინ ინაური

Next Post
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result