Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B ფორუმი გაიმართა

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B ფორუმი გაიმართა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ამ ბიზნესების მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს.

B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან  ფორუმის ფარგლებში ისინი შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის

ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ეს არის საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ – განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

„ფორუმში მონაწილეობენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილეა ორი მხარე – პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მოდის იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი იპოვოს და მეორე მხარეა ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებს. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” – აღნიშნავს USAID/Georgia-ს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური.

„ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ – განმარტავს “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე.

„პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნილება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ – აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი. S

Previous Post

IEA წელს ელექტრომობილების გაყიდვების 35%-ით ზრდას პროგნოზირებს

Next Post

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result