Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize საერთაშორისო კონფერენციას ლონდონში 17-18 ნოემბერს გამართავს.

კონფერენციის მისია გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე რეგიონული ინვესტიციების, ექსპორტისა და სტარტაპ იდეების გაფართოებაა. Globalize UK Conference ყოველწლიური ღონისძიებაა სტარტაპებისთვის, ინოვატორებისთვის, ტექნიკური ექსპერტებისთვისა და ექსპორტიორებისთვის, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიის განვითარების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და ინოვაციების შესახებ აზიარებენ.

კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიების მომავლის შესახებ სასაუბროდ ერთ სივრცეში გააერთიანოს ინოვატორები და ინდუსტრიის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო დღე და ქოუჩინგის სესიაც გაიმართება, რაც სტარტაპებს პრეზენტაციისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. კონფერენცია სტარტაპებისთვის და ექსპორტიორებისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გლობალურ ინვესტორებს გააცნონ საკუთარი საქმიანობა და გააზიარონ გამოცდილება, საკუთარი იდეები და დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები.

კონფერენციაზე 30-მდე მომხსენებელი წარდგება და გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავს.

„Globalize მთელი მსოფლიოდან აერთიანებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს, რათა ახალბედა მეწარმეებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მისცენ სწორი რჩევები და რეკომენდაციები. ორი დღით გაერთიანებული სამეფოს გლობალური კონფერენცია დატვირთული იქნება ძირითადი მომხსენებლებით, პანელური დისკუსიებით, სემინარებითა და სპეციალური სესიებით. ეს არის საუკეთესო ადგილი, დამსწრეებმა გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ წვდომა გლობალურ შესაძლებლობებზე, განავითარონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა“, – განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუკავამ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სილიკონ ველისა და პარიზის შემდეგ მხარი დავუჭიროთ რიგით მესამე კონფერენციას, რომელიც ლონდონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ღონისძიება ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. ჩვენ  კი, პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, GLOBALIZE ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე თუ პარტნიორებთან დაკავშირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, Globalize-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი გუნდი 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

Previous Post

NASA-მ მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი გაუშვა

Next Post

თიბისი GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია

თიბისი GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result