Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“სათადარიგო საბურავი” ანუ როგორ მუშაობს ეკონომიკა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
“სათადარიგო საბურავი” ანუ როგორ მუშაობს ეკონომიკა
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში წარმოების ეფექტურობა, რომელიც აისახება პროდუქციის გამოშვებაზე, დამოკიდებულია საფინანსო სისტემის გამართული ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგია ეკონომიკური განვითარება.

მაგრამ  არსებობენ სხვა ეკონომისტები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ფინანსურ სისტემასა და ეკონომიკური ზრდის კავშირზე. ერთ-ერთი ასეთი ეკონომისტია, რობერტ ლუკასი რომელიც ფინანსური ფაქტორების როლს ეკონომიკურ ზრდაში უმნიშვნელოს უწოდებს. უფრო მეტიც, იგი განმარტავს, “სადაც წარმოება წამყვანია, საფინანსო სექტორი მის დინებას მიყვება”. ამ შეხედულების მიხედვით, ეკონომიკური განვითარება ქმნის მოთხოვნას გარკვეული სახის ფინანსურ გადაწყვეტილებებზე და საფინანსო სისტემა კი ავტომატურად რეაგირებს ამ მოთხოვნებზე.

ისმის კითხვა: როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა თუ საფინანსო  სისტემა უბრალოდ წარმოების ტენდენციებს მიყვება და არ არის კარგად განვითარებული? რადგან მაგალითად ბანკებში განთავსებული არასაკმარისი დეპოზიტები და ლიკვიდობის პრობლემა იწვევს ეკონომიკის რეცესიას.

როდესაც ვსაუბრობთ განვითარებაზე, ავტომატურად ვგულისხმობთ პოზიტურ შედეგებს გრძელვადიან პერიოდში და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მოკლევადიანი. ამ პოზიტური ეფექტის მისაღწევად არსებობს ბიზნესის და  მთლიანად ეკონომიკის დაფინანსების სხვადასხვა გზები:  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საბანკო სესხი, საფონდო ბირჟა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში განვიხილავ საბანკო სესხსა და საფონდო ბირჟას, იმისათვის თუ რომელ სისტემაზე დამყარებული დაფინანსების სტრუქტურა უფრო შედეგიანია.

ამ ორ მათგანს თავისი სპეციფიკა გააჩნია. საბანკო სესხი გულისხმობს ინვესტორების მიერ დეპოზიტების განთავსებას ბანკში და შემდეგ ბანკის მიერ შედარებით მაღალ პოცენტში სესხის გაცემას.  საფონდო ბირჟაზე კი ინვესტორი ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ ფაქტობრივად თანხებს პირდაპირ ეკონომიკაში აბანდებს. დაფინანსება საფონდო ბირჟის მეშვეობით მნიშვნელოვნია დიდი კომპანიებისთვის,  ინდუსტრიებისთვის სადაც უწყვეტად ვითარდება მოწინავე ტექნოლოგიები, სადაც არსებობს კომპანიის მართვის მკაცრად გაწერილი სტანდარტები და რომლის ეფექტიანობას აფასებს საფონდო ბირჟის კომისია აქციების განთავსებამდე. მათთვის ფინანსური მონაცემების გარდა მნიშვნელოვანია კომპანიის მენეჯერების ხედვა მწარმოებლურობაზე და სხვა სამომავლო გეგმებზე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამ ორ სისტემას თავისი ნდობის თვალსაზრისით განასხვავებენ. მაგ: ამერიკას აქვს კარგად განვითარებული საფონდო ბირჟა, რომლის კაპიტალიზაცია მთლიან შიდა პროდუქტში უფრო მაღალია, ვიდრე ბანკების მიერ კერძო სექტორის დაკრედიტება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკაში კომპანიები უმეტეს შემთხვევაში დაფინანსებას იღებენ საფონდო ბირჟის მეშვებით და არა საბანკო დაკრედიტებით. (იხ. დიაგრამა #1)

საფინანსო სტრუქტურა ამერიკაში (დიაგრამა #1)

საბანკო დაფინანსებაზე დამოკიდებულ ქვეყნებში  (როგორც ეს არის გერმანიაში (იხ.დიაგრამა #2), იაპონიაში , საფრანგეთში) ბანკები წამყვან როლს ასრულებენ თანხების  მობილიზებაში, კაპიტალის ლოკალიზებაში, კორპორატიული მენეჯერების საინვესტიციო გადაწყვტილებებზე. უზრუნველყოფენ რისკ მენეჯმენტის მექანიზმებს და შეუძლიათ კომპენსირება უფრო სუსტი ინსტიტუციებისთვის.  ამ ბაზრებზე დიდ კომპანიებთან შედარბით მეტია მცირე და საშუალო საწარმო, პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება გამარტივებულია და  დაფინანსების წყარო გრძელვადიანი სესხებია.

 საფინანსო სტრუქტურა გერმანიაში (დიაგრამა #2)

განსხვავება დაფინანსების ამ ორ სტრუქტურას შორის ისტორიულია. დიდი დეპრესიის შემდეგ ამერიკამ შეზღუდვები დაუწესა ბანკებს იმის მიხედვით თუ რისი კეთების უფლება უნდა ქონოდათ და ასევე რომელ შტატებში. გერმანიაში კი ბანკებს უფლება აქვთ განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები და ქონდეს მჭიდრო კავშირები ბიზნესთან. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების მაგალითებიდან  ჩანს, საბანკო სექტორზე დაფუძნებული საფინანსო სტრუქტურა უფრო უკეთესად ართმევს თავს ლოკალური ბაზრის ხელშეწყობას რადგან იგი აკრედიტებს ადგილობრივ წარმოებას. ეს სისტემა ხელსაყრელია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბიზნეს პროექტები და საწარმოო ხარჯები მოკრძლებულია, ხოლო დიდი კომპანიებისთვის აუცილებელი ხდება საფონდო ბირჟის სრულფასოვანი არსებობა.

უპირატესობებთან ერთად საბანკო სექტორს ასევე აქვს ისეთ ნაკლოვანებები, მაგ: როგორიცაა ეკონომიკის რეცესიის დროს პირობების გამკაცრება სხვა სექტორებთან და საფონდო ბირჟასთან შედარებით. ამ დროს საპროცენტო მკვეთრად იზრდება.

ზემოთ აღნიშნული საბანკო სისტემა იდენტურია საქართველოშიც. წლების  განმავლობაში კერძო სექტორის ძირითადი დამფინანსებლები იყვნენ ბანკები,  თუმცა ბოლო პერიოდში ოქტომბრის მონაცემებით დაფინანსება შემცირდა 12.5 მილიონით. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ბაზარზე კრედიტორთა რიცხვის შემცირებაა რომელიც წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კონკრეტულად, დიდი ბანკები ბაზრიდან გავიდნენ ( ბოლო მონაცემებით Bank Republic შეისყიდა TBC ბანკმა ხოლო ProCredit Bank -საქართველოს ბანკმა შეირწყა) და დარჩნენ წვრილი ბანკები, რომელთა გეგმები გაურკვეველია. არ არის გამორიცხული, რომ მათაც დათმონ პოზიციები და გავიდნენ ბაზრიდან. ამ სიტუაციაში აუცილებელი ხდება სხვა  სექტორების აქტიური ხელშეწყობა, საფონდო ბირჟის ამოქმედება, რაც აქამდე არ მოხდა კაპიტალის ბაზრის სახელმწიფოს მხრიდან არაპრიორიტეტულობის გამო.

რა არის უკეთესი, რომ გვქონდეს უფრო მეტად განვითარებული საფონდო ბირჟა თუ საბანკო სექტორი? შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ საფინანსო სისტემას თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური განვითარებისთვის და ბაზარზე ერთად ფუნქციონირება ერთმანეთს ხელს არ უშლის.  თუ ამ ორიდან კონკრეტულად რომელიმე აღმოჩნდა კრიზისში, სახელმწიფოს ექნება ალტერნატიული საშუალება აამოქმედოს “სათადარიგო საბურავი”.

Previous Post

იანვარში სახელმწიფო ბიჯეტის შემოსულობები 157 მილიონი ლარით გაიზარდა

Next Post

SES განაგრძობს ლიდერობას მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის განვითარებისათვის

მაგდა დოლიძე

Next Post
SES განაგრძობს ლიდერობას მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის განვითარებისათვის

SES განაგრძობს ლიდერობას მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის განვითარებისათვის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result