Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რეიტინგი: ყველაზე მოგებიანი ბანკები

by Kakhi Chakvetadze
მაისი 23, 2025
in ეკონომიკა, რეიტინგი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რეიტინგი: ყველაზე მოგებიანი ბანკები
0
SHARES
0
VIEWS

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში 14 ტრადიციული კომერციული ბანკი ოპერირებდა. მათმა ჯამურმა საპროცენტო შემოსავლებმა ₾ 8,419.1 მლნ შეადგინა, ხოლო საკომისიო შემოსავლებმა – 1,572.7 მლნ. ამ პერიოდში ტრადიციული კომერციული ბანკების ჯამურმა წმინდა მოგებამ ₾ 3,102.6 მლნ შეადგინა, რომლის 87.3% ორი უმსხვილესი ბანკის – „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ წმინდა სარგებელია. 2024 წელი საფინანსო ბაზარზე არსებული 14 ტრადიციული ბანკიდან ზარალით მხოლოდ ერთმა, „სილქ ბანკმა“ დაასრულა. სხვა დანარჩენი ბანკებისთვის წელი მოგებიანი იყო, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული დონით. 

Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2024 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტის მიხედვით ყველაზე მოგებიანი ტრადიციული კომერციული ბანკების ათეულს: 

1. საქართველოს ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 32.1%

წმინდა მოგება – ₾ 1 503 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 3 258.6 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 736.4 მლნ

2024 წელს „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები 22.3%-ით გაიზარდა, საკომისიო შემოსავლები კი – 18.2%-ით. ამ პერიოდში ბანკის წმინდა მოგება, წინა წელთან შედარებით, 15.4%-ით მეტია. 2024 წელს წმინდა საპროცენტო მარჟამ 5.3% შეადგინა. 2024 წელს „საქართველოს ბანკის“ მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 20.4% იყო, ხოლო ამ პერიოდში უმოქმედო სესხებისა და საკრედიტო ზარალის დონე – შემცირებული. 

2. თიბისი ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 25.2%

წმინდა მოგება – ₾ 1 206.4 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 3 023.8 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 635.8 მლნ

2024 წელს „თიბისი ბანკის“ მთლიანი სესხების წლიური ზრდა 15.2% იყო, ხოლო უმოქმედო სესხების დონე – გაზრდილი. თუმცა ამავე პერიოდში მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდა. 2024 წელს „თიბისი ბანკის“ წმინდა მოგება 11.7%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საპროცენტო შემოსავლები 15.2%-ით, ხოლო საკომისიო შემოსავლები 19.4%-ით არის გაზრდილი. 

3. კრედო ბანკი

კაპიტალზე უკუგება – 20.5%

წმინდა მოგება – ₾ 68.9 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 526.7 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 63.1 მლნ

„კრედო ბანკი“ მოგების ზრდით გამორჩეულია. 2024 წელს წმინდა მოგება 67.7%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საპროცენტო და საკომისიო შემოსავლები 16.2%-ითა და 18.9%-ით- გაიზარდა. 2024 წელს, აქტივების ხარისხის გაუმჯობესების ფონზე, მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 25.6% იყო. 

4. ლიბერთი ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 18.9%

წმინდა მოგება – ₾ 104 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 607.7 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 59.4 მლნ

2024 წელს „ლიბერთი ბანკის“ მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 18.7%-ს აღწევდა, ხოლო უმოქმედო სესხებისა და საკრედიტო ზარალის დონე შემცირებული იყო. ამ პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები 16.2%-ით გაიზარდა, ხოლო საკომისიო – 15.9%-ით. 2024 წელს „ლიბერთი ბანკის“ წმინდა მოგების ზრდა 28.1%-ს შეადგენდა. 

5. ბაზის ბანკი

კაპიტალზე უკუგება – 14.1%

წმინდა მოგება – ₾ 78.5 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 353.3 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 24.5 მლნ

2024 წელს „ბაზის ბანკის“ წმინდა მოგება 9.1%-ითაა გაზრდილი. ამ პერიოდში საპროცენტო და საკომისიო შემოსავლების ზრდა 12.5% და 52.6% იყო. 2024 წელს ბანკის მთლიანი სესხების ზრდის დინამიკა 17%-ს აღწევდა. ამ პერიოდში უმოქმედო სესხებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დონე კი შემცირდა. 

6. ტერა ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 11.8%

წმინდა მოგება – ₾ 31.6 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 189.2 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 10.3 მლნ

2024 წელს უმოქმედო სესხების დონე გაიზარდა, მოსალოდნელი ზარალის კი – შემცირდა. ამ ფონზე მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 7.8% იყო. 2024 წელს „ტერა ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები 15%-ით გაიზარდა, ხოლო საკომისიო – 7.2%-ით. ამ პერიოდში ბანკის წმინდა მოგების ზრდა 6%-ია. 

7. პროკრედიტ ბანკი

კაპიტალზე უკუგება – 10.3%

წმინდა მოგება – ₾ 32.4 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 131.7 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 12.7 მლნ 

2024 წელს „პროკრედიტ ბანკის“ წმინდა მოგება 26%-ით შემცირდა. ამ პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლების 12.1%-იანი მატება იყო, ხოლო ეს მაჩვენებელი საკომისიო შემოსავლების შემთხვევაში 3.3% იყო. 2024 წელს მთლიანი სესხების ზრდის დინამიკა 12.1%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესებულია. 

8. იშ ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 8.5%

წმინდა მოგება – ₾ 12 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 38.3 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 3.1 მლნ

„იშ ბანკიც“ მოგების შემცირებით გამოირჩევა. 2024 წელს ბანკის წმინდა მოგება 28.3%-ით შემცირდა, ხოლო საკომისიო შემოსავლების კლება 10.5% იყო. თუმცა ამ პერიოდში საპროცენტო შემოსავლები 4.6%-ით გაიზარდა. „იშ ბანკის“ მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი, საკრედიტო პროფილის ხარისხის გაუმჯობესების ფონზე, 19.6% იყო. 

9. ხალიკ ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 8.4%

წმინდა მოგება – ₾ 20.5 მლნ 

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 76 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 2.3 მლნ

2024 წელს „ხალიკ ბანკის“ უმოქმედო სესხების დონე გაიზარდა, ხოლო მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი შემცირდა. ამ ფონზე ბანკის მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 6.9% იყო. 2024 წელს „ხალიკ ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები 8.4%-ით გაიზარდა, ხოლო საკომისიო შემოსავლები 1.6%-ით შემცირდა. ამ პირობებში, ბანკის წმინდა მოგება 1.6%-ით გაზრდილია. 

10. ქართუ ბანკი 

კაპიტალზე უკუგება – 8.3%

წმინდა მოგება – ₾ 35.7 მლნ

საპროცენტო შემოსავალი – ₾ 109.7 მლნ

საკომისიო შემოსავალი – ₾ 10.6 მლნ 

2024 წელს „ქართუ ბანკის“ მთლიანი სესხების ტემპი აჩქარებული იყო. ამ პერიოდში ბანკის დაკრედიტება 27.8%-ით გაიზარდა, ხოლო პროფილის ხარისხის გაუმჯობესდა. 2024 წელს „ქართუ ბანკის“ წმინდა მოგება 6.4%-ითაა გაზრდილი. ამ პერიოდში საპროცენტო და საკომისიო შემოსავლების მატება 14.9% და 38% იყო. 

მეთოდოლოგია

რეიტინგი მომზადებულია კომერციული ბანკის მოგების კაპიტალთან ფარდობის მიხედვით. რეიტინგის შედგენისთვის მონაცემები მოპოვებულია ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2024 წლის მეოთხე კვარტალის პილარ 3-ის ანგარიშებიდან. 

Previous Post

ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით – დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე

Next Post

ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ საერთაშორისო სტუდენტების მიღება აუკრძალა

Kakhi Chakvetadze

Next Post
ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ საერთაშორისო სტუდენტების მიღება აუკრძალა

ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ საერთაშორისო სტუდენტების მიღება აუკრძალა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result