Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Tbilisi Loves EU – ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

by Forbes.ge
იანვარი 23, 2025
in ინტერვიუ, სიახლეები, ყველა სიახლე
0
Tbilisi Loves EU – ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან
0
SHARES
0
VIEWS

17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა და რვა გუნდმა გამოთქვა. გუნდებისგან ჟიურიმ გამოარჩია თინათინ ბოლოკაძის, როკო მწყერაშვილის, ლევან კოტოლაშვილისა და გიორგი ჭილაიას პროექტი Tbilisi Loves EU, რომელიც აქციების დროს უინტერნეტობისა და კავშირის პრობლემას აგვარებს. პროექტთან დაკავშირებით Forbes Georgia მის ავტორებს ესაუბრა.

მოკლედ აღგვიწერეთ თქვენი პროექტი – რა პრობლემას აგვარებს ის და როგორ?

პრობლემა, რომელიც უშუალოდ ბოლო პერიოდში და აქციების მიმდინარეობისას გაჩნდა, იყო უინტერნეტობა და შესაბამისად, არასრულყოფილი კავშირი ერთმანეთთან ინტერნეტის შეწყვეტისას. გამომდინარე აქედან, მოვიფიქრეთ პროექტი Tbilisi Loves EU, რომელიც Lan Mash Network-ის მოწყობილობების საშუალებით, მათი ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად, რადიოტალღღურ  სიგნალებს ქმნის.

ტელეფონში მოთავსებული აპლიკაციის საშუალებით, შეგვიძლია დავუკავშირდეთ ამ მოწყობილობებს, რომლებიც რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნიან დიდ, უსაფრთხო და დაცულ ქსელს. ის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის, ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდებისა და გავრცელებისთვის.

ჩვენი გუნდი შედგება ერთი პროგრამისტისგან და ერთი დიზაინერისგან, მე და თინა კი პოლიტიკურ აქტივიზმს, პოლიტიკური პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ. ვფიქრობ, გუნდურად მუშაობის შედეგად, ეს კონკრეტული პრობლემა გადავჭერით.

ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს?

აუცილებლად. ის ასევე ხელს შეუწყობს პროტესტის სტიმულაციას, აქტივიზმს და რაც მთავარია, იმ დავალებების შესრულებას, რაც უშუალოდ პროტესტის დროს გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს დარბევის დროს გზის გაგნება, ინფორმაციის გავრცელება, ერთმანეთის დახმარება, აქციის ორგანიზება და ასე შემდეგ. ვთვლით, რომ ეს აპლიკაცია ამ პრობლემებს სრულად მოაგვარებს.

იყო თუ არა სირთულეები იდეაზე მუშაობის პროცესში და დაგეხმარათ თუ არა კვალიფიციურ მენტორთა ჩართულობა?

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ყველა ორგანიზატორს.  სამი დღის განმავლობაში მენტორებთან ანალიტიკური შეხვედრები, მათი რჩევები საკმაოდ შედეგიანი იყო. ეს იდეა მათაც ძალიან მოეწონათ, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა.

იდეასთან დაკავშირებით სირთულე არ გვქონია. ტექნიკურად ჩვენს იდეას თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, მუშაობის პროცესში ამის მოსაგვარებელი გზებიც ვიპოვეთ. ახლა კი რამდენიმე ათასი ლარი დაგვჭირდება, რათა 30,000-მდე ან მეტ მომიტინგეს ადგილზე ინტერნეტისა და კავშირის პრობლემა აღმოვუფხვრათ.

როგორია სამომავლო განვითარების გეგმა? როგორ აპირებთ მიღებული პრიზების გამოყენებას?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა, ეს ყველაფერი ადგილობრივ, ქართულ პროტესტში დარჩეს. ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გაფართოება, მაგრამ, მაგალითად, შეიძლება ეს პროდუქტი აუთსორსზე გაიყიდოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროტესტის დროს. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქყვეყნებში რა სიტუაციაც არის, იქნება ეს სერბეთი, უკრაინა, ბელორუსი თუ სხვა, სადაც ხშირადაა აქციები და არის მსგავსი პრობლემებიც. ასე რომ, ვფიქრობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც უცხოურ ბაზარზეც გაიყიდება.

რაც შეეხება ადგილობრივ გამოყენებას, რამდენიმე იდეა უკვე არსებობს, მაგალითად, რომ ის არ იყოს მხოლოდ აქციების დროს გამოყენებული. მსგავსი პრობლემა არის სხვა ტიპის შეკრებების, მაგალითად, საფეხბურთო მატჩების დროსაც და აქაც შეიძლება მისი გამოყენება. მაგრამ სხვა კუთხით განვითარებაზეც აუცილებლად ვიფიქრებთ.

რას ფიქრობთ ასეთ ტიპის ღონისძიებებზე? რატომ არის საჭირო და რა ღირებულებას სძენს როგორც საზოგადოებას, ისე თქვენ, ინიციატორებს?

დემოკრატიის მნიშვნელობა ქვეყანაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ალბათ ყველას გვესმის, მაგრამ ეს კომბინაცია, როდესაც დემოკრატია შეიძლება ტექნოლოგიური მეთოდების საშუალებით  განვითარდეს, არის ყველასთვის ეფექტური, როგორც მიმღები, ისე მიმწოდებელი მხარისთვის.

როგორც გითხარით, ღონისძიებაზე შევხვდით ძალიან ბევრ საინტერესო მენტორს, ინვესტორს, სპიკერებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, პოლიტიკოსებსაც და გუნდის მუშაობაც ძალიან კარგად წარიმართა.

ჰაკათონებში, როგორც წესი, ტექნოლოგიური ტიპის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ამ ჰაკათონმა მოახდინა პოლიტიკურ აქტივიზმში ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რათა მაქსიმალურად სრულყოფილი და კარგი პროდუქტი მიგვეღო, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარებოდა აქტივიზმს და შეუწყობდა ხელს მის სწრაფ, ეფექტურ განვითარებას და მთავარი გზავნილების გავრცელებას.

დაბოლოს, მინდა წარმატებები ვუსურვო ჰაკათონის ყველა პროექტს და მონაწილეს, მათ სუპერ იდეები ჰქონდათ.

ვეცდებით, პროდუქტი საშუალების გაჩენისთანავე დავტესტოთ საინიციატივო ჯგუფზე ან კონკრეტულ მარშზე და ეს ამბავი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. ვისურვებდი, რომ ასეთი რამე საერთო არ გვჭირდებოდეს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

Previous Post

დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი დასრულდა

Next Post

2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები

2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result