Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

TEGETA COMMERCIAL VEHICLES-ის რეგიონული ექსპანსია

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 31, 2023
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო
0
TEGETA COMMERCIAL VEHICLES-ის რეგიონული ექსპანსია
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა TEGETA COMMERCIAL VEHICLES-მა საქართველოს ბაზარზე ფრანგული სატვირთო ავტომობილები – RENAULT TRUCKS-ი შემოიყვანა და თბილისში პირველი ცენტრი გახსნა. 2023 წლიდან კომპანია სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც ითვისებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს სატვირთო ავტომობილებითა და სათანადო სერვისებით უზრუნველყოფს.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რენოს ბრენდის სატვირთო ავტომობილების მიწოდებისა და ოპერირების შესახებ FORBES-თან RENAULT TRUCKS GEORGIA-ს დირექტორი, გიორგი ბაინდურაშვილი საუბრობს.

რო­დის და რა მიზ­ნით შე­მო­იყ­ვა­ნა „თეგეტა ჰოლდინგმა“ Renault Trucks-ი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

საქართველოს ბაზარს ფრანგული სატვირთო ავტომანქანები Renault Trucks-ი 2022 წლიდან შეემატა. მიზანი რეგიონული ბაზრისთვის ახალი პრემიუმ-ბრენდის შეთავაზება იყო. Renault Trucks-ი უკვე 129 წელია, ევროპის ბაზარზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. ფრანგულ კომპანიას, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, Tegeta Commercial Vehicles-ი ერთ წელზე მეტია, რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს.

რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს მომ­ხ­მა­რე­ბელს Renault Trucks-ი?

ერთი წლის წინ Renault Trucks-ის ავტორიზებული სერვისცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივანზე გავხსენით. Renault Trucks-ის თბილისის ცენტრში საქართველოსა და სომხეთის ბაზრებს ფრანგული ბრენდის წარმოებულ პრემიუმ-კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს ვთავაზობთ. ეს გულისხმობს როგორც საგზაო-სამშენებლო, ისე კარიერზე მომუშავე და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას შესაბამისი ავტომობილებით. ჩვენ მიერ შეთავაზებულ პროდუქციას შორის არის K-სერიის მოდელები: სამშენებლო და კარიერული დანიშნულების თვითმცლელები და ბეტონის მიქსერები, განკუთვნილი მძიმე პირობებში სამუშაოდ, ასევე T-სერიის ლოგისტიკური დანიშნულების უნაგირა საწევარა, რომელიც განკუთვნილია შორ მანძილზე ტვირთების გადასაზიდად.

გარდა ამისა, სერვისცენტრში სარეგლამენტო და სხვა საჭირო სერვისების მიღებაა შესაძლებელი. ცენტრი 580 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. აქ დღის განმავლობაში ერთდროულად 10-ამდე სატრანსპორტო საშუალება იღებს შესაბამის სერვისს. კომერციულ ტრანსპორტს კვალიფიციური მექანიკოსები Renault-ის სტანდარტების სრული დაცვით, ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებითა და თანამედროვე დანადგარების საშუალებით ემსახურებიან.

Renault-ის სატვირთო ავტომობილის მფლობელებს სრულ მომსახურებას ვუწევთ ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. გარდა ამისა, გვაქვს მობილური სერვისიც, რომლის დახმარებითაც, საჭიროების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე ვემსახურებით მომხმარებელს.

ვინ არი­ან თქვე­ნი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი რე­გი­ონ­ში?

ჩვენი მომხმარებლები გადაზიდვებისა და სამშენებლო სფეროში ყველაზე მსხვილი და მასშტაბური კომპანიები არიან, ასევე – მუნიციპალიტეტები. მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში Tegeta Commercial Vehiclesმა ბორჯომის მუნიციპალური განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების სატვირთო ავტომობილები მიაწოდა. ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანს ნაგავმზიდები, ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი – ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა გადავეცით.

მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ სომხეთშიც. მეზობელი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, Slav Ref International-ს 2023 წლის მაისში მივაწოდეთ 10 ერთეული რენოს გამწევი და 10 ერთეული სამაცივრე ნახევარმისაბმელი.

აღსანიშნავია რენოს უპირატესობა სერიული წარმოების კარიერულ თვითმცლელებში, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მძიმე და რთული სამუშაოების ჩასატარებლად. საქართველოში სწორედ ასეთი თვითმცლელები მუშაობდა ფოთის პორტისა და ბათუმის კუნძულის პროექტებზე. ამასთანავე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რეგიონში უმსხვილეს კარიერულ-მომპოვებელ კომპანიებთან, რომ გამოიყენონ ფრანგული ბრენდის სატვირთო ავტომობილები.

სატვირთო ავტომობილების ოპერირებას განსაკუთრებული ექსპლუატაციის წესები აქვს და პროცესების სამართავად მათთვის სწორი და გამართული სერვისი აუცილებელია. „თეგეტას“ 28-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მომხმარებელს გაყიდვისშემდგომი მომსახურება პროფესიონალი და გამოცდილი კადრების ჩართულობით შევთავაზოთ.

თქვენ რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ სომ­ხე­თი – რა ტექ­ნი­კა­სა და სერ­ვი­სებს აწ­ვ­დით მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას?

Renault Trucks-ი სომხეთში 2023 წლის 1 იანვრიდან წარვადგინეთ, აზერბაიჯანის დილერობა კი ოფიციალურად აგვისტოში მივიღეთ.

სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან 2023 წლის პირველ თვეებში დავიწყეთ ურთიერთობა და უკვე დიდი რაოდენობის სატვირთო ავტომობილი მივაწოდეთ სომხეთის ბაზრის უმსხვილეს, ლიდერ კომპანიებს. ზემოაღნიშნული პროექტი სომხეთის ტენდერში მონაწილეობის პირველი მცდელობა იყო და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, დაფინანსებით გაიმართა და სომხეთს 2024 წლის იანვრიდან პრემიუმ-ხარისხის 28 ერთეულ ნაგავმზიდს მივაწვდით. 19 მათგანი 20-კბმ-იანია, 9 კი 10-კბმ-იანი. აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია როგორც Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისე სომხეთის მყარი ნარჩენების კომპანიისთვის.

რო­გორ და­არ­წ­მუ­ნეთ სომ­ხუ­რი მხა­რე თქვენს უპი­რა­ტე­სო­ბა­ში?

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სრულად მოვერგეთ მათ მოთხოვნებს, რომლებიც ბევრ დეტალს მოიცავდა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო გაყიდვისშემდგომი სერვისების მიწოდება – ჩვენ კი უკვე გვაქვს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი ერევანში, რომელიც მიმდინარე წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ნაგავმზიდებს ადგილზე, სომხეთში, მოვემსახურებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერვისცენტრების თანამშრომლები კვალიფიკაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად ინტენსიურ ტრენინგებს გადიან. სომხეთში, ჩვენს სერვისცენტრში, ძირითადად, ადგილობრივი პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა საქართველოდანაც გავგზავნეთ რამდენიმე გამოცდილი თანამშრომელი.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს – რო­დის და რა პი­რო­ბე­ბით მო­ა­წე­რეთ ხე­ლი დი­ლე­რო­ბის შეთან­ხ­მე­ბას?

აზერბაიჯანის დილერობის ხელშეკრულებას 2023 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი. მიმდინარე თვეში ვგეგმავთ, ბაქოში ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს – სამთო-მომპოვებელ კომპანიებს ავტომანქანები სატესტოდ მივაწოდოთ.

ასევე, 2023 წლის 19-21 ოქტომბერს ვმონაწილეობთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ სამშენებლო გამოფენაში – BakuBuild-ში. გამოფენას ყოველწლიურად 300-ზე მეტი კომპანია ესწრება, სადაც, ადგილობრივი კომპანიების გარდა, წარმოდგენილი იქნებიან მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: ავსტრია, გერმანია, იტალია, ინდოეთი, პოლონეთი, თურქეთი და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება Renault Trucksის K-სერიის თვითმცლელი. ამასთანავე, ჩვენი გაყიდვების მენეჯერი დეტალურ ინფორმაციას გააცნობს დაინტერესებულ პირებს.

რა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Tegeta Commercial Vehicles-მა რე­გი­ო­ნის სატ­რან­ს­პორ­ტო დალო­გის­ტი­კის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

Renault-თან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს გულისხმობს როგორც გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას შესაბამისი, პრემიუმ-კლასის სატვირთო ავტომობილებით.

რა არის Tegeta Commercial Vehicles-ის სა­მო­მავლო გეგ­მე­ბი?

Tegeta Commercial Vehicles-ის გეგმები საკმაოდ მასშტაბურია. საქართველოში ბევრ მსხვილ პროექტში ვმონაწილეობთ და გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ბევრი სიახლე შევთავაზოთ. ვაგრძელებთ რეგიონულ ექსპანსიასაც. ჩვენი მიზანია, სომხეთში ავითვისოთ კარიერულ-სამშენებლო სეგმენტი. გვინდა, რომ ამ ინდუსტრიის ბიზნესებს თვითმცლელები მივაწოდოთ და სომხური ბაზარი პრემიუმ-კლასის ტექნიკით დავტვირთოთ.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, კავკასიის რეგიონში შემოვიყვანოთ ელექტროსატვირთოები – Renault Trucks-ი ამ მიმართულებით ევროპის ბაზარზე ლიდერია. ბრენდის ელექტროსატვირთოები გამოირჩევა დიდი რესურსითა და გამძლეობით. სატვირთო ელექტრომანქანებს Renault Trucks-ი 10 წელზე მეტია, აწარმოებს, რითაც მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ეს სატრანსპორტო საშუალებები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ბევრი უპირატესობა აქვს საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით, მათ შორის, მცირდება სერვისის საჭიროება და ხმაური. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სიახლით მუნიციპალური მიმართულების განვითარებაც შესაძლებელია. სატვირთო ელექტრომობილებს ევროპაში მუნიციპალური სერვისებისთვის უკვე აქტიურად იყენებენ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტრანსპორტი ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ქალაქში გვიან გადაადგილებისთვისაც ძალიან კომფორტულია, რადგან ნაკლებად ხმაურობს.

Previous Post

თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

Next Post

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result