Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თბილისური აივანი ვენეციაში

by იზა გვარამაძე
ივლისი 23, 2025
in ბიზნესი, ბიზნესი, საქართველო, სიახლეები, ყველა სიახლე
0
თბილისური აივანი ვენეციაში
0
SHARES
0
VIEWS

კაზა სოლე, რომელიც თბილისის ტრადიციულ აივანსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს ერთმანეთთან აკავშირებს, ქართველმა არქიტექტორებმა ვენეციის ბიენალეს პარალელურ გამოფენაზე წარადგინეს. პროექტის ავტორები ბაგებში მიკროუბანულ სივრცეს ქმნიან, სადაც ბუნებასთან კავშირი და ადამიანური ურთიერთობები არქიტექტურის ცენტრალური ღერძია.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

კაზა სოლე ახალი პროექტია თბილისის ცენტრში, ბაგებში, რომელიც ქალაქის არქიტექტურული ისტორიისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ქალაქისა და ბუნების სინთეზს ისახავს მიზნად. 

ავტორებს სურთ, შექმნან ახალი არქიტექტურული ხედვა – მიკროქალაქი და თბილისის კულტურაში ცოცხალი ურთიერთობები დააბრუნონ. მთავარი პირობა არსებულ ლანდშაფტზე მინიმალური ზეგავლენა, ქალაქის მთავარ რაიონებთან და, თანადროულად, ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვეა. 

პროექტის ერთ–ერთი გამორჩეული მახასიათებელი, დღევანდელი ცხოვრების მაღალი რიტმისა და სტრესის პირობებში, თბილისური აივნის (სალაყბოს), შეკრების, კომუნიკაციისა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ადგილის როლის გადაფასებაა. 

ეს ჩანაფიქრი ჰქონდა პროექტის არქიტექტორსა და თიმმ არქიტექტსის დამფუძნებელს, ნიკოლოზ ლეკვეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ, ადამიანების ცხოვრების წესის გამო, თბილისის არქიტექტურაში აივანი ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა – ის წარმოადგენდა ერთგვარ თეატრალურ სცენას, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა, ურთიერთობა ჰქონოდათ როგორც ერთმანეთთან, ისე ქალაქთან. 

სწორედ ამიტომაა შენობების მეოთხე სართულზე განთავსებული 150 კვადრატული მეტრის საერთო გამწვანებული აივანი. ამასთან, ყველა ბინას საკუთარი აივანიც აქვს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ბუნებრივი განათებაც – ნაგებობა ისეა დაპროექტებული, რომ, დღის განმავლობაში, მზის შუქი ყველა ბინას ავსებს. 

„საცხოვრებელი ბინისთვის ეს ერთ–ერთი კრიტიკული პირობაა, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. შენობები ჰარმონიულად ერწყმის არსებულ რელიეფს და სრულად ატარებს მზის სხივებს მომიჯნავე შენობებთან. თითოეული ბინა განათებულია მინიმუმ ორი მხრიდან და აქვს გაშლილი ხედი ქალაქზე. ეს კი ბუნებრივად ქმნის სივრცეს, რომელიც ტრადიციულ ეზოს ჰგავს“, – ამბობს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.

ამ გამორჩეული კონცეფციის გამო მოხვდა კაზა სოლეს პროექტი 2025 წლის ბიენალეს პარალელურად მიმდინარე არქიტექტურულ გამოფენაზე ცნობილი არქიტექტორების: ზაიგა გეილის, სერგეი ჩობანის, ინფან ჟონგისა და შიაონჯუნ ბუს, რობერტ კონიეჩნის, აშოტ და არმენ სინკჩიანების ნამუშევრებთან ერთად.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც განვითარებას და საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას განაპირობებს:

“ვენეციის არქიტექტურის ბიენალე ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. ღონისძიება 1980 წლიდან იმართება და დღემდე განაგრძობს არქიტექტურული დისკურსის გაფართოებასა და გარდაქმნას. 

მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი სიტყვა თქვან თანამედროვე არქიტექტურაში, უპასუხონ სოციალურ თუ ტექნოლოგიურ გამოწვევებს და საფუძველი ჩაუყარონ ახალი ტენდენციების ფორმირებას. ღონისძიების უნიკალური ადგილმდებარეობა, ულამაზესი სივრცე, მაღალი კვალიფიკაციისა და აღიარების მქონე არქიტექტორების მიერ შექმნილი გარემო ბუნებრივად აწესებს პროექტის მაღალი სტანდარტით განხორციელების აუცილებლობას”.

კაზა სოლეს პროექტს სხვა არქიტექტორებისთვისაც შთამაგონებელს უწოდებს გამოფენის კურატორი, ნიუ–იორკში დაფუძნებული კრიტიკოსი, ვლადიმირ ბელოგოლოვსკი:

“ნიკოზ ლეკვეიშვილს წარსული კოლაბორაციებიდან კარგად ვიცნობ. ამიტომ დავუკავშირდი და შევთავაზე მონაწილეობა. განვიხილეთ, რა შეიძლებოდა წარმოედგინა გამოფენაზე და მან ეს პროექტი შემომთავაზა. ვფიქრობ, მისი იდეა ძალიან განსხვავებული და შთამბეჭდავია. ეს არაა უბრალოდ პროექტი, მას ისტორიული ფესვები აქვს და სწორედ ესაა ის მიზეზი, რომელმაც ეს არჩევანი განაპირობა”, – ამბობს ის.

პროექტის ამ აღიარების საფუძველი მისი ავტორების უნიკალური იდეა და არქიტექტურული ხედვაა, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის ბუნებასთან ჰარმონიულ სინთეზს ისახავს მიზნად და თანაც, ადამიანებს შორის ურთიერთობებს უწყობს ხელს. 

3-შენობიანი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, დასრულება კი 3 წელიწადში იგეგმება. კომპანია პროექტის განსახორციელებლად გუდაურშიც ემზადება და ანალოგიური კონცეფციისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

Previous Post

Change Inspire 2025: AI Takes Center Stage

Next Post

მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

იზა გვარამაძე

Next Post
მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result