Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია „სტრელეციას“ საქართველოში უნიკალური მცენარეები გამოჰყავს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია „სტრელეციას“ საქართველოში უნიკალური მცენარეები გამოჰყავს
0
SHARES
0
VIEWS

ქოთნის ყვავილების სათბური და სავაჭრო ცენტრი „სტრელეცია“, რომელიც ამავე სახელწოდების ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილის სახელს ატარებს, საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ოთახის ყვავილებისა თუ სხვა დეკორაციული მცენარეების მოყვარულთა ყურადღება.

მისი დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე, რომელმაც ჰოლანდიაში 26 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მეყვავილეობა პროფესიად აქცია, სამშობლოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ევროპაში დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ საქმედ ექცია და, როგორც თავად ამბობს, ამით სამშობლოს განვითარების პროცესში ერთი აგური დაედო.

მერაბ ფუტკარაძემ საკუთარი სახსრებით იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში 2 ჰა მიწის ნაკვეთი იყიდა, სასათბურე მეურნეობა გააშენა და ქოთნის მცენარეების უნიკალური ჯიშების ევროპიდან შემოტანასა და საქართველოში მათ პოპულარიზაციას შეუდგა. სწორედ ასე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე უამრავი უნიკალური მცენარე, მათ შორის კი ყვავილების დედოფალი, ულამაზესი სტრელეციაც, რომელიც, სხვა მცენარეებთან ერთად, კომპანიას ახლა უკვე ადგილზე, თავად გამოჰყავს.

„მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან განასხვავებს, მცენარეების ხარისხია. ევროპიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის ტორფი, ადგილზე სპეციალური დანადგარების მეშვეობით გამოგვყავს მცენარეებისთვის ინდივიდუალურად საჭირო მიწა. ჩვენთან ყველა მცენარე ქოთანში იზრდება. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამ-ქიმიკატი მივაწოდოთ მათ. როგორც შხამ-ქიმიკატებით მოწამლული ხილი თუ ბოსტნეულია მავნე ორგანიზმისთვის, ასევეა ქოთნის ყვავილების შემთხვევაშიც, რომლებიც ამ შხამს შემდეგ ჰაერში გამოყოფენ და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ჯანმრთელი იყოს. ქოთანში მცენარე კი ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ღია გრუნტში გამოზრდილი თუნდაც წიწვოვანი მცენარეები, რომლებიც სწორედ მიწაში არსებული დაავადებებით ავადდებიან,“ – ამბობს კომპანია „სტრელეციას“ დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე.

იმერეთში, 2 ჰა მიწაზე, თიბისის მხარდაჭერით აგებულ 15-ამდე სათბურში, „სტრელეციას“ საგანგებოდ დატრენინგებული პერსონალი, მერაბ ფუტკარაძის თაოსნობით, 200-მდე სახეობის მცენარეს უვლის. მცენარეების 60-ამდე სახეობა საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, უმეტესობა კი, მათ შორის წიწვოვანი მცენარეები, ადგილზე გამოჰყავთ.

მერაბ ფუტკარაძისვე ინიციატივით, მეურნეობას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჰოლანდიიდან მოწვეული აგრონომი, რომელიც „სტრელეციაში“ დასაქმებულ, საგანგებოდ შერჩეულ პერსონალს კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს. ამჟამად კომპანიაში 7 დასაქმებულია.

მომავალში „სტრელეცია“ ტერიტორიის ორჯერ გაფართოებას, იმპორტის შეჩერებას და ყველა მცენარის ადგილზე გამოყვანას, სახეობების გამრავალფეროვნებას და ფასების განახევრებას გეგმავს.

რამდენიმე თვეში კი, მერაბ ფუტკარაძის ინიციატივით, კომპანიის ბაზაზე აგრონომიის შემსწავლელი ინსტიტუტი გაიხსნება. S

Previous Post

IOC-მა უკრაინაში ომის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

Next Post

30 UNDER 30 • ვინ შეაფასებს ახალგაზრდა ლიდერების აპლიკაციებს?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
30 UNDER 30 • ვინ შეაფასებს ახალგაზრდა ლიდერების აპლიკაციებს?

30 UNDER 30 • ვინ შეაფასებს ახალგაზრდა ლიდერების აპლიკაციებს?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result