Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

TOP-5 ყველაზე მსხვილი სასურსათო ქსელი

by იზა გვარამაძე
აგვისტო 25, 2025
in რეიტინგი, ყველა სიახლე
0
TOP-5 ყველაზე მსხვილი სასურსათო ქსელი
0
SHARES
0
VIEWS
საქართველოს ბაზარზე მოქმედი სუპერმარკეტებიდან რომელია ყველაზე ძვირადღირებული?

 

Forbes Georgia-ს ივნისის ნომერში დაიბეჭდა 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია მათი ფინანსური მაჩვენებლების დეტალურ ანალიზზე. ამჯერად რეიტინგიდან წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული სასურსათო ქსელების ხუთეულს:

1. ნიკორა (₾ 1.295 მლრდ)

ნიკორა ქვეყნის მასშტაბით მაღაზიების ქსელს აერთიანებს, რომლის რაოდენობა 2023 წლის ბოლოს 579 ერთეული იყო, სადაც 8 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. „ნიკორამ“, რომელიც ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა, მოგვიანებით შეიძინა „სანდეის“, „ველესის“, „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ ქსელები. სს „ნიკორას“ ვასილ სუხიაშვილი (29%), ოლეგ ბუგანოვი (16%), დავით დუმბაძე (10.75%), ვასილ ტარადინი (10%), თალიკო ცირეკიძე (9%) და მაკა სალუქვაძე (6.25%) ფლობენ.

2. ორი ნაბიჯი (₾ 979 მლნ)

ორი ნაბიჯი ფართო ქსელის მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს. შპს „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა, რომლის 33.34%-ს ფლობს გოჩა ცქიტიშვილი, ხოლო 33.33%-33.33%-ს – გიორგი ჩხეიძე და კახა ბექაური. კომპანია მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

3. ფუდმარტი (₾ 593 მლნ)

ფუდმარტი საკუთარ და ფრენჩაიზული მაღაზიების ქსელს აერთიანებს, რომლის რაოდენობა 570 ერთეულია. კომპანია ფლობს „სპარის“, „იოლის“ და „კალათას“ ბრენდებს, სადაც დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. კომპანიას შპს „დეილის“ საშუალებით არჩილ გეგენავა (23.25%), ზურაბ ზაქარიაძე (20.07%), დავით კუხალაშვილი (18.25%) და სხვები ფლობენ.

4. ევროპროდუქტი (₾ 347 მლნ)

კომპანიის 50%-ს ნინო ბრეგვაძე ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს – შპს „ჯი-თი გრუპის“ საშუალებით, გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი. ევროპროდუქტი საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევს 38 ერთეულს.

5. კარფური (₾ 344 მლნ)

შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ საქართველოში კარფურის ბრენდის ქვეშ 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტს და 71 მაღაზიას აერთიანებდა, სადაც თითქმის 3 ათასი ადამიანი მუშაობდა. კომპანიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი“ ფლობს.

იხილეთ ასევე: ყველაზე მოგებიანი სუპერმაკეტები

შენიშვნა

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი საქართველოში აქვთ. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.

მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.

Previous Post

გასულ კვარტალში Tesla-ს გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

Next Post

„ბიქეი ჰოლდინგმა“ გიორგი ნატროშვილი „თეთრი კვადრატის“ გენერალურ დირექტორად დანიშნა

იზა გვარამაძე

Next Post
„ბიქეი ჰოლდინგმა“ გიორგი ნატროშვილი „თეთრი კვადრატის“ გენერალურ დირექტორად დანიშნა

„ბიქეი ჰოლდინგმა“ გიორგი ნატროშვილი „თეთრი კვადრატის“ გენერალურ დირექტორად დანიშნა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result