Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ცხელი წერტილები, რომელთაც ამერიკის დაწვა შეუძლიათ

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in Forbes
0
ცხელი წერტილები, რომელთაც ამერიკის დაწვა შეუძლიათ
0
SHARES
0
VIEWS

ვიდრე ჩვენი ყურადღება კოვიდ-19-ის შემთხვევათა ახალი შესაძლო ტალღისა და მოახლოებული არჩევნებისკენაა მომართული, ქვაბში სხვა კრიზისები იხარშება, რომლებმაც შეიძლება, უშველებელი – და დამაზიანებელი – გავლენა იქონიონ აშშ-ზე.

[MAINPICTURE]

ორი ასეთი დიდი კრიზისი უკავშირდება თურქეთისა და საბერძნეთის შესაძლო კონფლიქტს (რომელთა მტრობა საუკუნეებს ითვლის) და პრობლემებს ყურადღებადაკლებულ და ცუდად გაშუქებულ ბელარუსში, რომელიც უწინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1991-ში, საბჭოთა იმპერიის კოლაფსთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლებების გამო კონფლიქტის ალბათობა თურქეთსა და საბერძნეთს შორის სულ უფრო იზრდება. საბერძნეთი, რომელიც მთელ რიგ კუნძულებს ფლობს რეგიონში, ამბობს, რომ სუვერენიტეტი აქვს აღნიშნულ წყლებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ნავთობისა და გაზის მოპოვების თვალსაზრისით, ერთობ პერსპექტიულ ტერიტორიებს წარმოადგენს. თურქეთი ამ პრეტენზიას სადავოდ აცხადებს და, ამას წინათ, სამხედრო გემებით ზურგგამაგრებული სეისმური ხომალდი გაგზავნა, რათა ტერიტორიაზე კვლევები ჩაეტარებინა. ორივე ქვეყანა, თავიანთი ურთიერთდაპირისპირებული პრეტენზიების განმტკიცების მიზნით, საზღვაო და საჰაერო ძალებს აძლიერებს.

თურქეთის კუნთმაგარმა მმართველმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ “თურქეთი განაგრძობს მტკიცე და აქტიური პოლიტიკის გატარებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. … [ბერძნები] ან გაიგებენ პოლიტიკისა და დიპლომატიის ენას, ან მტკივნეულ გამოცდილებას შეიძენენ“. ერდოღანმა ასევე დამცინავი კომენტარები გააკეთა საბერძნეთის – მისივე სიტყვებით – “დაფხავებული“ სამხედრო ძალის შესახებ. ევროკავშირი, განსაკუთრებით კი საფრანგეთი, ისევე როგორც ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთს უჭერს მხარს.

ომი არც საბერძნეთს უნდა და არც – თურქეთს, მაგრამ შემთხვევითმა ესკალაციამ შესაძლოა, კონფლიქტი მაინც გამოიწვიოს.

1996 წელს ეს ორი ქვეყანა თითქმის ჩაება ერთმანეთთან ომში დაუსახლებელი კუნძულების გამო, მაგრამ მაშინ დიპლომატიამ იმარჯვა.

1974-ში, როცა საბერძნეთმა განაცხადა, რომ ის კვიპროსთან გაერთიანდებოდა, სადაც თურქები მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ, თურქეთმა ეს კუნძული დაიპყრო – მისი დაახლოებით მესამედი მიიტაცა და, რაღაც მომენტში, ოკუპირებული ზონა ახალ ქვეყნად გამოაცხადა, კერძოდ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკად. თურქეთს ნათქვამი აქვს, რომ კვიპროსის მიერ მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება ნულს უდრის და არაფერს ნიშნავს მანამდე, ვიდრე თურქეთის მარიონეტული სახელმწიფო მასზე თანხმობას არ განაცხადებს. საბედნიეროდ, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონფლიქტს დისკუსიების რეჟიმში გადაიტანდა, მაგრამ დაძაბულობა მაინც მაღალია.

თურქეთიცა და საბერძნეთიც NATO-ს წევრები არიან და შეიარაღებულ კონფლიქტს მათ შორის შეიძლება, კატასტროფული შედეგები ჰქონდეს ალიანსის მომავლისათვის, რაც რუსეთს აღტაცებაში მოიყვანდა. სხვა საძაგელი შედეგებიც არაა გამორიცხული. ასე, მაგალითად, თურქეთმა შეიძლება, თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილები (დაახლოებით 4 მილიონი ცხოვრობს ახლა) საბერძნეთში და მერე დანარჩენ ევროპაში გაგზავნოს, ანუ გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც რამდენიმე წლის წინ გააკეთა.

აშშ ჯერ არ არის სიტუაციაში აქტიურად ჩართული და ის ევროკავშირის დიპლომატებისთვის, მეტადრე – გერმანელებისთვის, და NATO-ს მაღალჩინოსნებისთვის აქვს გადაბარებული. მაგრამ ეს, შესაძლოა, შეიცვალოს, თუ გავითვალისწინებთ საფრთხეებს და იმას, რაც სასწორზე დევს.

კიდევ ერთი ახლად წარმოქმნილი კრიზისი ბელარუსს უკავშირდება – ქვეყანას, რომელიც 26 წელია, დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოს რკინის მუშტით იმართება. არჩევნები აგვისტოში ჩატარდა და, რაც მოსალოდნელი იყო, შედეგები გაყალბდა. მაგრამ ხალხს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული, ისინი გარეთ გავიდნენ – თანაც იმდენნი, რომ ლუკაშენკოს დიქტატურა ირყევა.

საფრთხე ისაა, რომ ვლადიმირ პუტინს არ უნდა, რუსეთის საზღვარზე ნამდვილმა დემოკრატიამ რომ იწყოს აღმოცენება. შესაძლოა, ის უკვე უჩუმრად უგზავნის ლუკაშენკოს საგანგებო ძალებს, ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში რომ დატოვოს ან მარიონეტი მემკვიდრე დასვას მთავრობის სათავეში.

ლიეტუვამ – ბელარუსის მეზობელმა პატარა ქვეყანამ – საბჭოთა იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. მაგრამ რუსეთისა და ბელარუსისგან განსხვავებით, ლიეტუვა მძლავრ დემოკრატიას წარმოადგენს. ის ევროკავშირის წევრიცაა და NATO-სიც – ალიანსისა, რომელსაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. NATO-ს მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თავდასხმა ერთ წევრ ქვეყანაზე ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. ეს კანონი NATO-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლშია გაწერილი და სწორედ მან აქცია ალიანსი ასეთ მძლავრ იარაღად.

პუტინს მკაფიოდ აქვს გაცხადებული თავისი სიძულვილი NATO-ს მიმართ. მას ესმის, რომ NATO-ს შერყევა გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს აშშ-ს, ხოლო ევროპას რუსეთის სურვილებისადმი დამყოლს გახდის.

აი, რა შეიძლება, მოხდეს: თუ რაიმე შეთითხნილი საბაბით, პუტინი ბელარუსის საქმეებში ჩაერევა, მას, შესაძლოა, ცდუნება გაუჩნდეს და ჯარები ლიეტუვაშიც გაგზავნოს… რაც არა სრულმასშტაბიანი დაპყრობა იქნება, არამედ უძრავი ქონების გარკვეული ულუფის ოკუპაცია რაიმე ყალბი არგუმენტის საფუძველზე.

რას იზამენ NATO და აშშ? გაგზავნის აშშ ჯარებს რუსებთან საბრძოლველად? ან ასეთი ხომ არ იქნება პასუხი: დიდი არაფერი უძრავი ქონებაა; რუსები პირობას დებენ, რომ გავლენ, ასე რომ, ვიქნიოთ მუშტები, დავგმოთ და შევეშვათ. თუმცა, თუ ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, არაფერი მოვიმოქმედეთ, პუტინი განუზომლად დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, აშშ კი იმაზე დიდ დარტყმას მიიღებს, ვიდრე ვიეტნამის ომის წაგება იყო.

როგორც გამჭრიახი რუსი ექსპერტი გვაფრთხილებს, “რეიდი ძალიან შეზღუდული ოპერაცია იქნება. … შესაძლოა, რამდენიმე კილომეტრის სიღრმის. … მერე კი მთავარი იმის ჩვენება იქნება, რომ რუსეთს ეს გაუვიდა. … კრემლის გეოპოლიტიკური მოგებები, შესაძლოა, განუზომელი იყოს. … ეს NATO-ს მეხუთე მუხლს – კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედს – მხატვრულ ლიტერატურად აქცევს. ალიანსმა, შესაძლოა, დაშლა იწყოს, რამდენადაც მისი აღმოსავლეთის ფრთის ქვეყნებმა შეიძლება, ინდივიდუალური “გარიგებები“ მოინდომონ მოსკოვთან“.

Previous Post

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

Next Post

ბეზოსის თქმით, მთვარეზე პირველ ქალს Blue Origin-ი წაიყვანს

მაგდა დოლიძე

Next Post
ბეზოსის თქმით, მთვარეზე პირველ ქალს Blue Origin-ი წაიყვანს

ბეზოსის თქმით, მთვარეზე პირველ ქალს Blue Origin-ი წაიყვანს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result