Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წლის გამორჩეული მოვლენები სექტორების მიხედვით

by Davit Tsiramua
იანვარი 12, 2023
in ინდუსტრია, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
წლის გამორჩეული მოვლენები სექტორების მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS
ნავთობი და საწვავი
  • აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აკრძალა.
  • კანადამ რუსული ნავთობის, საწვავისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.
  • დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
  • მარტში ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა რეკორდულ 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
  • აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.
  • ნავთობის გაძვირების ფონზე, Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა – წლის I კვარტალში პლანეტის უმსხვილესი კომპანიის მოგებამ თითქმის $40 მილიარდი შეადგინა, რაც 82%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
  • ნავთობის რეალიზაციით მიღებული რეკორდული მოგების ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
  • გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა, რომელიც ბერლინის საწვავით მომარაგების 90%-ს უზრუნველყოფდა.
  • გერმანიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Uniper-ის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
  • გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა.
  • იტალიის მთავრობამ LUKOIL-ის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა.
  • რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. მარტ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 20-30 მილიონი დოლარი იყო, ზაფხულში კი საბიუჯეტო შემოსავლები 11-12 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
  • რუსეთის ფედერაცია ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა, დღიურმა მოცულობამ 2 მილიონი ბარელი შეადგინა.
  • თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა – დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია.
  • ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულად გაზარდა, ყოველდღიური შესყიდვების საშუალო ღირებულება $110 მილიონამდე გაიზარდა.
  • ჩინეთის ბაზარზე რუსეთთან კონკურენციის მიზნით, ირანმა ბარელი ნავთობის ფასი რუსულ Urals-თან შედარებით 10 დოლარით შეამცირა.
  • Saudi Aramco-მ ჩინეთთან $10-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ნავთობის გადამმუშავებელი და ქიმიური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს.
  • ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟას ნავთობის დღიური მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირა.
  • EU-ის სანქციების გამო, რუსული LUKOIL-ის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის.
  • ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო აამოქმედა, 5 დეკემბრიდან EU-ში საზღვაო გზით რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალა.
  • G7-ისა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესეს, ზედა ჭერი ბარელ Urals-ზე 60 დოლარით განისაზღვრა.
  • მოსკოვი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.
გაზი და ბუნებრივი თხევადი აირი
  • გერმანიის კანცლერმა მილსადენ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
  • აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
  • დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
  • ლიეტუვა ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტა.
  • რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროკავშირმა ახალი ამბიციური გეგმა – REPowerEU წარადგინა, რომელიც 2030 წლამდე რუსული ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
  • გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში პირველი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენება გადაწყვიტა.
  • იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების მიზნით, გერმანიის მთავრობამ მცურავი LNG-ტერმინალები იჯარით აიღო.
  • რუმინეთმა Midia Gas Development-ის საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო – წლიური გამომუშავების სავარაუდო მოცულობა 500 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
  • ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
  • LNG-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორი სახელმწიფოს წოდება მოიპოვა, მან აშშ-ს გადაუსწრო.
  • ოქტომბერში პოლონეთ-ნორვეგიას შორის „ბალტიკური მილსადენის“ მონაკვეთი გაიხსნა, ნორვეგია პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგომიმწოდებელი გახდა.
  • Gazprom-მა გერმანიას Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
  • შეთანხმება შედგა: კატარი მომდენო 15 წლის განმავლობაში გერმანიას ყოველწლიურად 2 მილიონ კუბურ მეტრ თხევად აირს (LNG) მიაწვდის.
ბირთვული ენერგია
  • ბელგიის მთავრობამ 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ემანუელ მაკრონმა 2050 წლამდე საფრანგეთში მინიმუმ 6 ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა.
  • გერმანია 2022 წლის ბოლომდე ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვას გეგმავს.
  • ევროპარლამენტმა ბუნებრივ აირსა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.
  • ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო.
კლიმატის ცვლილება და „მწვანე“ ენერგიის განვითარება
  • საფრანგეთის მთავრობამ საწარმოო ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6-მილიარდიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
  • საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 80 მილიარდი დოლარი გამოყო.
  • 2035 წლიდან ევროკავშირის მასშტაბით ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიდაწვისძავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა სრულად აიკრძალა.
  • ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს.
  • ესპანურმა Acciona Energia-მ ავსტრალიაში $1.34 მილიარდის ღირებულების ქარის ელექტროსადგურის აშენება დააანონსა.
ქვანახშირი
  • ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი სრულად აკრძალა.
  • აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ქვანახშირი აკრძალა.
  • დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • იაპონიამ რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
  • ინდოეთმა რუსული ქვანახშირის იმპორტი რეკორდულად გაზარდა.
  • ენერგოკრიზისის ფონზე, გერმანიის ხელისუფლებამ გაჩერებული ქვანახშირის ელექტროსადგურების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
ჰიდროენერგეტიკა
  • ჩინეთში Huaneng Power-მა მსოფლიოში უდიდესი, 320-მეგავატიანი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტაიკური ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.
  • Shell-მა ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის უმსხვილესი, 20-მეგავატიანი დანადგარი აამოქმედა.
  • თურქეთში უდიდესი, 1.9 მლრდ კვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური და “იუსუფელის” 275-მეტრიანი კაშხალი ოფიციალურად გაიხსნა.
Previous Post

ვის რას მოუტანს ზამთარი?!

Next Post

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 8 სტადიონი – ღირებულება და ისტორია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 8 სტადიონი – ღირებულება და ისტორია

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 8 სტადიონი – ღირებულება და ისტორია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result