Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უსამართლობა გვაღარიბებს

by Davit Tsiramua
აპრილი 12, 2024
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
უსამართლობა გვაღარიბებს
0
SHARES
0
VIEWS

სამართლის უზენაესობა მძლავრი და ხშირად განმეორებადი პოლიტიკურ-სამართლებრივი იდეალია, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, არამედ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორიცაა. სწორედ აქედან გამომდინარე, დიდწილად, საერთაშორისო დახმარებები სამართლის უზენაესობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ამგვარი დახმარების მიმღებთა რიცხვში საქართველოც შედის. მაგალითად, ათწლიან პერიოდში (2011 -2019) ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარებისთვის 1156.5 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება აქვს მიღებული. მათგან თვალსაჩინო სამართლის უზენაესობის მხარდამჭერი პროგრამები იყო. საქართველოში ამგვარი პროგრამების მხარდამჭერი მხოლოდ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არ ყოფილა. სხვა პარტნიორ ქვეყნებსა და თანამეგობრებსაც მიუძღვით წვლილი ინსტიტუციური განვითარების დონაციაში. თუმცა ბოლო წლებში საქართველოში ამ უკანასკნელის განვითარების დინამიკა შეცვლილია, სამართლის უზენაესობის კუთხით კი მდგომარეობა გაუარესებული.

ხსენებული პოპულარული პოლიტიკურ-სამართლებრივი კონცეფციის უნივერსალური განმარტება არ არსებობს, მაგრამ მინიმალური და კონსენსუსური განმარტებით, ეს არის ხელისუფლების სამართლით შეზღუდვა. სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ძალაუფლების ბოროტად, თვითნებურად და კერძო მიზნებისთვის გამოყენების მინიმიზაციას. მაგალითად, კონსტიტუციური წესრიგი მიისწრაფვის ხელისუფლების მიერ თვითნებობის არიდებისა და ინსტიტუციური სტაბილურობისკენ. ამგვარი სამართლებრივი სისტემის არარსებობა კი ზრდის განუსაზღვრელობას, რომლის გავლენა კეთილდღეობაზე უარყოფითია. ასეთ გარემოში ფირმები აჩერებენ მუშახელის დაქირავებას და წარმოებაში ინვესტირებას, ეკონომიკური აგენტებისთვის რისკის პრემიუმი იზრდება და ნაკლებია ეკონომიკური აქტივობა.

სამართლის უზენაესობის გაზომვა საკმაოდ რთული საკითხია. შესაბამისად, ეს უკანასკნელი აკადემიური დებატების საგანი და ემპირიული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათწლეულია, არსებობს რიგი მმართველობითი ხარისხის შეფასების კომპოზიტური ინდექსები, რომლებიც სამართლის უზენაესობასაც მოიცავს. მათ შორისაა მსოფლიო ბანკის „მსოფლიოში მმართველობითი ინდიკატორები“, რომელიც ექვს კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებას, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილი და ხშირად გამოყენებულია სოციალური მეცნიერებების კვლევებში.

სამართლის უზენაესობის ინდექსი საქართველოში, (შეფასების ქულა -2.5 – 2.5)

წყარო: DANIEL KAUFMANN და AART KRAAY (2023)

ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2016 წლიდან სამართლის უზენაესობის ხარისხი შემცირებულია, რაც ხსენებულ პერიოდამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. სამართლის უზენაესობის ხარისხის გაუარესება კი არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამედ გრძელვადიან მომავალში კეთილდღეობის დანაკარგებია, ვინაიდან მსოფლიო ბანკის მიერ სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასება ამ კომპონენტებს მოიცავს, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკულად აუცილებელია.

უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობა პერსონალურ უსაფრთხოებასა და დაცულობას უზრუნველყოფს, რომლის გარეშე ეკონომიკური აგენტების აქტივობას აზრი არა აქვს. საკუთრების უფლება და კონტრაქტის აღსრულება – ესაა ის ძირითადი მექანიზმი, რაც სამართალს ეკონომიკურ განვითარებასთან აკავშირებს. კარგად განსაზღვრული და დაცული საკუთრების უფლება ქმნის სტიმულს ინვესტირებისთვის და უზრუნველყოფს რესურსების მაქსიმალური ღირებულებით გამოყენებას. ამასთან აღსრულება საკვანძოა, რადგან ამ უკანასკნელის თავისებურებები წამახალისებელ სტიმულებს ქმნის. კონტრაქტის ეფექტიანი აღსრულების გარეშე, მხოლოდ საკუთრების გაცვლის უფლება არ შექმნის ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას წაახალისებს. მეტიც, საკუთრების უფლება და ხელშეკრულების აღსრულება ვერ იქნება სანდო, თუკი არ იარსებებს აღმასრულებელი დისკრეციის ეფექტიანი შეზღუდვა, რომლის აუცილებელი ნაწილი დამოუკიდებელი და ქმედითი სასამართლოა. სწორედ ასეთი სასამართლოა საკუთრების უფლების დაცვის გარანტია.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე უმთავრეს პრობლემად სწორედ პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლოს უზრუნველყოფა დგას. სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის არარსებობით გამოწვეულია სამართლის უზენაესობის უმთავრესი პრინციპის კანონის წინაშე თანასწორობის დაუცველობა, რომელიც წესების ზოგადობასთან ერთად საკვანძოა ეკონომიკური განვითარებისთვის. სამართლის უზენაესობის სწორედ ეს ორი პრინციპი აძლევს ადამიანებს საშუალებას, იცოდნენ, თუ რომელი მათი ქმედება იქნება მთავრობის მიერ სანქცირებული, ან პირიქით. ეს კი ახალისებს ეკონომიკაში აქტივობას, რადგან განსაზღვრულობა, პროგნოზირებადობა და დაცულობა ეკონომიკური გადაწყვეტილების სარგებლისა და დანახარჯების გამოთვლის შესაძლებლობას იძლევა.

ამდენად, სამართლის უზენაესობის ხარისხის არსებული მდგომარეობა არახელსაყრელია ეკონომიკური განვითარებისთვის. სამართლის უზენაესობის ხარისხის შემცირების ფასი კი გრძელვადიან პერიოდში სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდის გაუარესებული პერსპექტივაა, რომლის მოლოდინი სიღარიბის შემცირებისა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების უფრო დაბალი ტემპია.

Tags: top
Previous Post

უროლოგიის ახალი ჰორიზონტი

Next Post

ზურა მესტიაშვილი Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ზურა მესტიაშვილი Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

ზურა მესტიაშვილი Forbes-ის 30Under30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result