Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვინ როგორ დაეხმარა ომში მყოფ უკრაინას?

by Salo Papalashvili
ნოემბერი 14, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
ვინ როგორ დაეხმარა ომში მყოფ უკრაინას?
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქვეყანამ ჯამში $230 მილიარდზე მეტის საერთაშორისო დახმარება მიიღო, საიდანაც ყველაზე დიდი – 70%-იანი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე მოდის.

უკრაინის უმსხვილესი დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების შესახებ მონაცემები Ukraine Support Tracker-მა გამოაქვეყნა. მაჩვენებლები მოიცავს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მთავრობების მხრიდან უკრაინისთვის ამ პერიოდში გაწეული მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო და ჰუმანიტარული ტიპის დახმარებას. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი არ მოიაზრებს კერძო შემოწირულებებს, უკრაინის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა მხარდაჭერას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, ევროკავშირის ინსტიტუტები უკრაინის ყველაზე დიდი დონორები იყვნენ. საერთო ჯამში, მათგან ომში მყოფმა ქვეყანამ $90 მილიარდამდე დახმარება მიიღო, მათ შორის სესხებისა და გრანტების და მისი ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, სამხედრო დახმარების სახით.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, რომელსაც უკრაინისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის ყველაზე დიდი წილი უკავია, ევროკავშირმა აქცენტი რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე გააკეთა. 2023-2027 წლებში ბლოკი უკრაინისთვის დამატებით $53 მილიარდამდე ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს – სესხებისა და გრანტების სახით – მათ შორის უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაც განიხილება.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის დახმარება ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმაც დააანონსდეს. მაგალითად, გერმანია უკრაინას 2024-2027 წლებში €10.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, ხოლო ნორვეგიის „ნანსენის მხარდაჭერის პროგრამა“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში €6.6 მილიარდს გამოყოფს.

Ukraine Support Tracker-ის მონაცემებით, ახალი მრავალწლიანი დახმარების პაკეტები უკრაინის დონორ ქვეყანათა რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. მათი გათვალისწინებით, უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი ნორვეგია გამოდის – უკრაინისთვის გაწეული დახმარება ქვეყნის მშპ-ის 1.7%-ს შეადგენს.

ევროკავშირის შემდეგ უკრაინისთვის უმსხვილესი დონორი ამერიკის შეერთებული შტატებია – $70 მილიარდზე მეტით. თუმცა უკრაინისთვის დახმარების გაწევა ქვეყანაში უკვე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა, განსაკუთრებით ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შემდეგ. მაგალითად, გასულ კვირაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას რესპუბლიკელები იკავებენ, ისრაელისთვის $14.3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. თუმცა კანონპროექტი სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს, რადგან ის არ მოიცავდა დახმარებას უკრაინისთვისაც.

უკრაინის უმსხვილესი დონორები: (24.01.2022 – 31.07.2023):

დონორი სამხედრო ჰუმანიტარული ფინანსური მთლიანი
ევროკავშირის ინსტიტუტები $5.9 მილიარდი $2.2 მილიარდი $81.4 მილიარდი $89.5 მილიარდი
აშშ $44.4 მილიარდი $3.7 მილიარდი $25.1 მილიარდი $73.2 მილიარდი
გერმანია $18.0 მილიარდი $2.6 მილიარდი $1.4 მილიარდი $22.1 მილიარდი
გაერთიანებული სამეფო $7.0 მილიარდი $0.6 მილიარდი $7.0 მილიარდი $14.6 მილიარდი
ნორვეგია $3.9 მილიარდი $0.2 მილიარდი $3.8 მილიარდი $7.9 მილიარდი
იაპონია $0.0 მილიარდი $1.0 მილიარდი $5.8 მილიარდი $6.8 მილიარდი
კანადა $1.8 მილიარდი $0.4 მილიარდი $3.6 მილიარდი $5.8 მილიარდი
პოლონეთი $3.2 მილიარდი $0.4 მილიარდი $0.9 მილიარდი $4.5 მილიარდი
ნიდერლანდები $2.6 მილიარდი $0.6 მილიარდი $1.1 მილიარდი $4.3 მილიარდი
დანია $3.7 მილიარდი $0.3 მილიარდი $0.1 მილიარდი $4.1 მილიარდი
სრულად $90.5 მილიარდი $12.2 მილიარდი $130.1 მილიარდი $232.9 მილიარდი

Previous Post

საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდული – შესაძლებლობა, გქონდეს წვდომა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე

Next Post

Biliki.AI – ეკომეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა

Salo Papalashvili

Next Post
Biliki.AI – ეკომეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა

Biliki.AI - ეკომეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

რატომ თქვა უარი The Diary Of A CEO-ს დამფუძნებელმა პოდკასტების იმპერიისთვის $100-მილიონიან გარიგებაზე?

აპრილი 29, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

სექტემბერი 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

სექტემბერი 5, 2025
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result